ანდროფაგები
ანდროფაგები - წარმოადგენდა უძველეს ხალხს აღმოსავლეთ ევროპისა.ბერძნული ენის თარგმანით სიტყვა-სიტყვით აღნიშნული სახელწოდება ითარგმნება,როგორც – “კაციჭამიები” და ძველბერძნული მითოლოგიისვე მიხედვით ისინი წარმოადგენდნენ ადამიანის მჭამელ ტომებს.უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსისა და “ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს გადმოცემების თანახმად “ანდროფაგები” ცხოვრობდნენ სკვითების ჩრდილოეთით,მდინარე დნეპრის ზემო ნაწილში.მიუხედავად იმისა,რომ ისინი საკმაოდ განუვითარებელ ხალხს წარმოადგენდნენ და მათ “კანიბალებადაც” მოიხსენიებდნენ,ჰეროდოტე გვამცნობს იმას,რომ სკვითებმა ანდროფაგების მეფეებს არაერთხელ სთხოვეს დახმარება სპარსების წინააღმდეგ ბრძოლაში.ჰეროდოტესვე დაწერილ დიდებულ ქმნილებაში “ისტორია”,ავტორი ანდროფაგებს მელანქნელებსა და ნევრებს შორის მოიხსენიებს. (ავტორი გენია.ჯი) არქეოლოგების და ისტორიკოსების ერთი ნაწილი – ანდროფაგებს დნეპრო-დვინური კულტურის მატარებელ ხალხის ნაწილად განიხილავს და არის მოსაზრება,რომ ისინი ლატგალელების შესაძლო წინაპრები ყოფილიყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალი ვერსიისა ზუსტად დღევანდელ დღემდე დადგენილი არ არის მათი კავშირი ამა თუ იმ ეთნოსთან.ჩეხმა მეცნიერმა და სწავლულმა ტომაშეკმა,ვენის უნივერსიტეტში XX საუკუნის დასაწყისში გამართული ერთ-ერთი ლექციისას გაშიფრა სახელწოდება “ანდროფაგები” და შემოგვთავაზა ვერსია,რომ ბერძნული თარგმანით იგი წარმოადგენს ირანულ სახელწოდებას მორდვინებისა (ფინო-უნგრელი ხალხი),რომელიც გამოითქმოდა,როგორც: მარდხა-ვარ.სადაც mard აღნიშნავს – ადამიანს,ხოლო xvar – შეჭმას.