“ცხოველთა მსხვერპლი ცნობილი ადამიანები”
საბერძნეთის მეფე 1917-1920 წლებში - ალექსანდრე I (1893-1920 წლები),ათენის ცენტრიდან 27 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამეფო სასახლის – ტატოის ბაღში სეირნობისას (1920 წლის 2 ოქტომბერი),ბაღში მობინადრე მაიმუნის მიერ იქნა დაკბენილი. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ ალექსანდრეს განუვითარდა სეფსისი,რის შედეგადაც იგი 1920 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.ცნობისათვის,სწორედ მისი გარდაცვალების შემდგომ გამოცხადდა საბერძნეთი რესპუბლიკად.
გამოჩენილი შვედი ბუნებისმეტყველი და ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მოყვარული - უიჰან აუგუსტ ვალბერგი (1810-1856 წლები),ძალიან ბევრს მოგზაურობდა აფრიკის კონტინენტზე (1838-1856 წლებში),სადაც მან ათასობით მცენარისა და ცხოველის შესწავლა შეძლო.ამით კი განუზომელი წვლილი დაიდო აფრიკული ფლორისა და ფაუნის სახეობების შესწავლა-გაცნობაში ევროპელი საზოგადოებისთვის. (ავტორი გენია.ჯი) 1956 წლის 6 მარტს,აფრიკის კონტინენტზე ცხოველთა დაკვირვებისას იგი დაჭრილი სპილოს მიერ იქნა მოკლული.უაჰინ აუგუსტ ვალბერგი,ერთადერთი წევრი შეიქნა შვედეთის სამეფო-მეცნიერებათა აკადემიისა,რომელსაც სიკვდილის შემდგომ მიენიჭა მისი საპატიო წევრის ტიტული.
მსოფლიოში და განსაკუთრებით ესპანეთში ცნობილი მატადორი - ხოსე გომეს ორტეგა (1895-1920 წლები),რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა,ესპანური კორიდის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე უდიდეს მატადორად არის დღემდე მიჩნეული,1920 წლის 16 მაისს 25 წლის ასაკში ერთ-ერთი კორიდის ტურნირისას,სადაც მისი სიძეც (დის ქმარი) მონაწილეობდა,ეგრეთწოდებული mano-mano-ს შესრულებისას გავეშებული ხარის მიერ იქნა მოკლული.იგი ხარმა რქებზე ააგო და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.მას მოგვიანებით იმ საფლავზე (სან-ფერნანდო),სადაც იქნა დაკრძალული,საკმაოდ დიდი ზომების მქონე ზეგლი აუგეს.
რეიმსისა და ტრირის ეპისკოპოზი - მილონი (717-744 წლები),რომელიც წარმომავლობით ავსტროაზიური ოჯახიდან გახლდათ,მამის (ლიუტვინის ეპისკოპოზი) გარდაცვალების შემდგომ ჩაერთო სასულიერო ცხოვრებაში.იგი აქტიურად იყო ჩართული არა მარტო სასულიერო ცხოვრებაში,არამედ პოლიტიკაშიც და მხარს უჭერდა შარლ მარტელას პოლიტიკურ კურს,რაც რომის პაპის – ზაქარიას,განრისხების მიზეზად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ 744 წელს,იგი რომის პაპის ბრძანების საფუძველზე ჩამოცილებულ იქნა რეიმსის ეპისკოპოსობას.ამავე წელს მიულენვალდის ტყეში (ტრირთან ახლოს)ნადირობისას – მილონი მოკლული იქნა გარეული ტახის მიერ.გარდაცვალების შემდგომ დაკრძალულ იქნა ტრირის საკათედრო ტაძარში.
ფავილა ასტურიელი (715-739 წლები),წარმოადგენდა ასტურიის მეფეს.როგორც “ალფონსო III-ეს ქრონიკები”-დან ვგებულობთ,იგი ნადირობის დიდი მოყვარული გახლდათ,რასაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეეწირა კიდეც.კერძოდ,სოფელ ლევესთან მდებარე ტყეში (ასტურიის დედაქალქთან ახლოს) დათვზე ნადირობისას,გავეშებული დათვის მსხვერპლი შეიქნა.მისი ცხედარი კი მეუღლის – ფლობერას მიერ დაკრძალულ იქნა სანტა-კრუსის ტაძარში.
“წმინდა ემერიკი” (დაახლოებით 1000-1031 წლები),წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ,პირველი უნგრელი მეფის იშტვან I-ის ვაჟს,რომელიც 1031 წელს 31 წლის ასაკში ტრანსილვანიაში (რუმინეთი) გარეული ტახის თავდასხმას ემსხვერპლა.გარდაცვალების შემდგომ მისი ცხედარი გადასვენებულ იქნა სამშობლოში და დაკრძალულ იქნა სეკეშფეხერვარის სამეფო განსასვენებელში. (ავტორი გენია.ჯი) უნგრეთში თურქთა შემოსევებამდე მისი საფლავი იქცა ობიექტად მრავალი მორწმუნის თაყვანისცემისა.
მსოფლიოში სახელგანთქმული ავსტრალიელი ნატურალისტი,ტელეჟურნალისტი და მრავალი ფილმის ავტორი ბუნებაზე -სტივ რობერტ ირვინი (1962-2006 წლები),2006 წლის 4 სექტემბრის დილის 11 საათზე,აკვალანგით ჩავიდა წყალქვეშ დიდ ბარიერულ რიფთან,რათა გადაეღო კადრები “ოკეანის სასიკვდილოდ საშიში არსებები”-სთვის,რა დროსაც თევზმა კუდბასრამ (Stingray) თავს დაესხა წამყვანს,რომელიც მის თავს ზემოთ მდებარეობდა,მან ასწია კუდი,რომლის ელექტრული ნემსი პირდაპირ გულში მოხვდა სტივს და ადგილზე მოკლა იგი. (ავტორი გენია.ჯი)