იოანე XIV
იოანე XIV (ერისკაცობაში პიეტრო პავიელი) - წარმოადგენდა იტალიური წარმომავლობის მქონე – რომის პაპს (983 წლის 10 დეკემბრიდან – 984 წლის 20 აგვისტომდე).მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი დღემდე უცნობია.თუმცა ცნობილია,რომ რომის პაპად არჩევამდე იგი გახლდათ პავიის ეპისკოპოსი და აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს და იტალიის მეფის,რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის (973-983 წლები) – ოტო II წითურის კანცლერი.მას შემდეგ რაც იოანე XIV-მ რომის პაპის ტახტი დაიკავა,სულ რაღაც ცხრა თვეში მის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გაჩაღდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ბრძოლას კი სათავეში ედგა ფრანკო ფერუჩი (შემდგომში რომის “ანტიპაპად” ცნობილი სასულიერო პირი ბონიფაციუს VII),რომელიც შემდგომ თავად იქნა მოკლული გაურკვეველ ვითარებაში 984 წელს (მისი ცხედარი აღმოჩენილ იქნა რომის ცენტრში,უდიდესი რომაელი იმპერატორის მარკუს ავრელიუსის ქანდაკებასთან).იოანეს წინააღმდეგ ბრძოლაში ასევე აქტიურად იყო ჩართული რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ოტო III. საბოლოო ჯამში,იოანე რომის პაპის ტახტიდან გადაყენებული იქნა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ოტო III და იოანეს შემდგომი რომის პაპი – ბონიფაციუს VII,ერთმანეთის მიმართ საკმაოდ კარგ და მჭიდრო დამოკიდებულებაში იყვნენ.ოტო აცხადებდა,რომ სწორედ ბონიფაციუსი ატარებდა იმ პოლიტიკას,რომელიც აუცილებელი იყო უმაღლეს სასულიერო პირებში სრული წესრიგის აღსადგენად (ცნობისათვის ოტო III, 1001 წელს აჯანყებული საკუთარი მოსახლეობის რისხვას გაექცა და მალევე – 1002 წელს აღესრულა კიდეც). (ავტორი გენია.ჯი) იოანეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა უმაღლესი საერო და სასულიერო პირები და მათივე გადაწყვეტილებით,ტახტიდან გადაყენების შემდეგ მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა საშინელი დასჯისა და წამების მეთოდები.კერძოდ ბონიფაციუსისა და ოტო III-ის გადაწყეტილებით რომის ყოფილ პაპს მოჰკვეთეს ცხვირი,ყურები,ენა და დათხარეს თვალები.რის შემდეგაც სასტიკად ნაწამები იოანე უკუღმა შესვეს ვირზე და მთელი რომის ქუჩები ასე შერცხვენილს მოატარეს.რომის რიგით 138-ე პაპი – იოანე XIV შიმშილისა და წამების შედეგად 984 წელს რომის ერთ-ერთ დილეგში სრულიად უსახელოდ აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი)