ფრიდრიხ II დიდის წერილი ვოლტერს…
“უძვირფასესი საუნჯე,რაც მინდობილი აქვთ მეფეებს,ესაა ქვეშევრდომთა სიცოცხლე.მდგომარეობა მათ აძლევს საშუალებას,რომ გამოიტანონ სიკვდილის განაჩენი ან შეიწყნარონ უდანაშაულონი. (ავტორი გენია.ჯი) ისინი უზენაესი მსაჯულები არიან.კარგი მეფეები ამ უზენაეს უფლებას უყურებენ,როგორც უმძიმეს ტვირთს,გვირგვინთან დაკავშირებულს, და იციან: უსამართლო განაჩენი გამოუსწორებელი შეცდომაა.
…მაკიაველის გმირები ტახტზე ადიან,ზეობენ და ვისაც ისინი ეყრდნობიან,ჯალათის მსახურნი არიან.ეს გზა მიდის ჩეზარე ბორჯიამდე,რომელიც ზარდამცემ მაგალითებს ეძებს.მაკიაველი ვერგილიუსის ზოგ ლექსს იმოწმებს,დიდოს ათქმევინებს,ან ერთ ტრაგედიაში იოკასტე ამბობს.ეს მაგალითი უალაგოა. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფოს მართვის ხელოვნების სახელმძღვანელოში დაუშვებელია დიდოს და იოკასტეს მაგალითის ავტორიტეტულ საბუთად დამოწმება.საჭიროა დიდი,ზნეობრივად სპეტაკი ადამიანების მაგალითების მოტანა”.