ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე – „ხელოვნების” შესახებ წერდა…
„ხელოვნების საძირკველია ორი ერთიმეორის გამომრიცხველი საწყისი ბუნებაში: დიონისური და აპოლონური. პირველის დამახასიათებელია აღვირახსნილი დროსტარება, თრობა, ცეკვა-თამაში, შვება და ტანჯვა, რითაც ადამიანი უერთდება პირველქმნილ ბუნებას. მისი შესაბამისი ხელოვნებაა მუსიკა, ქორო; აპოლონური საწყისის მთავარი თვისებაა ბრძნული სიდინჯე, პიროვნების ჰარმონია, ზომიერება, ელინური გაგებით. ამ საწყისს შეესიტყვება მშვენიერი ხელოვნება, შექმნისა და ამაღლების საღი სული”. (ავტორი გენია.ჯი)