წითელი პაკუ
წითელი პაკუ - ინგლისურ ენაზე “Red-bellied pacu”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “წითელმკერდა პაკუ”,წარმოადგენს მტკნარი წყლის მოყვარულ ქორდიანისებრთა ტიპის,პირანიასებრნთა ოჯახის თევზს.მათი გავრცელების ძირითადი არეალი,სამხრეთ ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ამაზონი და მისი შენაკადებია.ადგილობრივი მოსახელობისათვის იგი ერთგვარად მიიჩნევა სარეწაო თევზად და მასზე ხშირად თევზაობენ კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოირჩევა ძლიერი მასიური ყბებით და გასაოცარი კბილებით.მიუხედავად პირანიის დიდი მსგავსებისა,შესაძლოა მოგეჩვენოთ,რომ იგი აგრესიული თევზია,თუმცა ეს ასე სულაც არ არის და “წითელი პაკუ” საკმაოდ “მშვიდი ცხოვრების” მოყვარულ თევზადაც მიიჩნევა.პირანიისაგან განსხვავებით იგი ხორცით არ იკვებება და მის საკვებ რაციონს მხოლოდ წყლის მცენარეები შეადგენს.ფარფლების ქვედა მკერდის მხარე წითელი ფერის აქვს,ზემოთა სხეული ვერცხლისფერი,ხოლო კუდის კიდე მოშავო ფერის აქვს.ბუნებრივ პირობებში იგი სიგრძით 90 სანტიმეტრამდე იზრდება,ხოლო წონით 25 კილოგრამამდე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “წითელი პაკუ” აკვარიუმშიც მშვენივრად გრძნობს თავს,თუმცა მისი სხეულის ზომები ამ შემთხვევაში ბევრად მოკრძალებულია და სიგრძით მხოლოდ 40-60 სანტიმეტრამდე იზრდებიან. (ავტორი გენია.ჯი) მაქსიმალური ასაკი სიცოცხლის ხანგრძლივობისა 28 წელიწადია.აკვარიუმი,სადაც “წითელი პაკუ” უნდა განთავსდეს არაუმეტეს 200 ლიტრ წყალზე უნდა იყოს გათვლილი და წყლის ტემპერატურა არაუმეტეს +26-28 გრადუს-ცელსიუსს უნდა შეადგენდეს.აკვარიუმის პირობებში ისინი 10 წლამდე ცოცხლობენ.