“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ხუთი წლის ბიჭუნა, რომლის ორი წლის ღვიძლ დას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა, დიდი არჩევანის წინაშე დადგა, რადგან მას ავადმყოფი დისთვის სიხლი უნდა გადაესხა.დიდი ფიქრის შემდეგ იგი მივიდა მშობლებთან და განუცხადა, რომ მზად იყო საკუთარი დისთვის სისხლი გაეღო. და როდესაც სისხლის გადასხმის პროცედურა დასრულდა, უმანკო ბიჭუნამ ბავშვური გულუბრყვილობით იკითხა – “თუ რამდენი წუთის შემდეგ გარდაიცვლებოდა თავად”.
მიზეზი ამისა კი გახლდათ ის, რომ ბავშვს წარმოდგენილი ჰქონდა, სისხლის გაღების შემთხვევაში თავად გარდაიცვლებოდა. მიუხედავად ამისა იგი ამას მაინც დათანხმდა ამ პროცედურას”.
* * *
2. „იდეალური ურთიერთობები არ არსებობს… არსებობს ქალური სიბრძნე, რომელიც ვერ ამჩნევს მამაკაცთა სისულეებს… ასევე არსებობს მამაკაცური ძალა, რომელიც პატიობს ქალურ სისუსტეებს… ხოლო იდეალურობა?!… ეს მხოლოდ სერიალებს დავუტოვოთ…”
* * *
3. „ერთ დღეს მამაკაცი ღმერთს შეეკითხა: “რატომ არის, რომ გოგონები სათნოები, სათუთები, ნაზები და მხიარულები არიან, ხოლო როდესაც დაქალდებიან საკმაოდ აგრესიული და ნერვების მომშლელები ხდებიანო?”
ღმერთის პასუხი კი ასეთი გახლდათ:
” – გოგონებს ვჰქმნი მე, ხოლო ქალები მათგან თავად გამოგყავთო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ადამიანები სვამენ შეკითხვებს და მართალი პასუხების მიღების შემთხვევაში ძალიან ბრაზდებიან. ამ დროს გირჩევთ, რომ თუ კი არ ძალგიძთ მართალი პასუხის მოსმენა, საერთოდ არ დასვათ შეკითხვა”.
* * *
5. „თუ კი თქვენი ცხოვრება ჩიხში შევიდა, არ დაგავიწყდეთ, რომ საჭესთან თავად იჯექით”.
* * *
6. 1თუ კი გსურს მოძებნო ახალი გზა, აუცილებელია ძველი გზიდან გადახვევა”.
* * *
7. „თუ კი გსურს გქონდეს ის რაც არასოდეს არ გქონია, მოგიწევს გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია”.
* * *
8. „მე ვიცი, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი. თუმცა შესაძლებელია იყიდო იახტა, რომლითაც მას საკმაოდ ახლოს ჩაუვლი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „დილა არასოდეს არის დამნაშავე იმაში, რომ თქვენ ძილი არ გეყოთ”.
* * *
10. „თავდაპირველად დაამტკიცე ის თუ რისი გაკეთება შეგიძლია თავად, მანამ, სანამ დასცინებდე სხვას, რისი გაკეთებაც მან ვერ შეძლო”.