დომენიკო გირლანდაიო – “მოხუცი შვილიშვილთან”
“მოხუცი შვილიშვილთან” - იტალიურ ენაზე “Ritrato di vecchio con nipote”,წარმოადგენს დიდებული იტალიელი მხატვრის,ფლორენციული სამხატვრო სკოლისა და კვატროჩენტოს თვალსაჩინო წარმომადგენლის - დომენიკო გირლანდაიოს (1449-1494 წლები),მიერ 1490 წელს დაფაზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) შექმნილ შედევრ-ტილოს.სურათის სიმაღლე 62,7 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 46,3 სანტიმეტრი.მასზე ცენტრში გამოსახულია მოხუცი მამაკაცი,რომელსაც ცხვირზე აღენიშნება – რინოფიმას დაავადება (ცხვირის ქრონიკული დაავადება,მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის ზრდითა და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერთროპიით,რაც იწვევს ცხვირის ძლიერ ზრდასა და დამახინჯებას).მას ხელში უჭირავს მცირეწლოვანი შვილიშვილი და ისინი ერთმანეთს თვალებში მეტად ემოციალურად უყურებენ.მიუხედავად იმისა,რომ სურათზე გამოსახული მამაკაცი მეტად შეუხედავია,იგი მაინც ერთობ ლამაზად არის წარმოდგენილი მხატვრის მიერ,რადგან მოხუცის მზერაში აშკარად იკითხება ბავშვისადმი განუზომელი სიყვარული. (ავტორი გენია.ჯი) მათ უკანა ფონზე კი გამოსახულია ტრადიციული იტალიური პეიზაჟი ქედისა და კლდის სახით.სურათის შექმნის თავდაპირველი ისტორია უცნობია.თუმცა 1880 წელს,საფრანგეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ლუვრის მუზეუმმა,იგი მას შემდეგ შეიძინა,რაც მის ყიდვაზე სურათის სავალალო მდგომარეობაში ყოფნის გამო,უარი განაცხადა ბერლინის ბოდეს სამხატვრო მუზეუმმა.XIX საუკუნის სხვადასახვა წყაროები გადმოგვცემენ,რომ სურათს ჩაუტარდა რესტავრაცია,რადგან მოხუცის სახეზე აღინიშნებოდა ღრმა ნაფხაჭნები. (ავტორი გენია.ჯი) 1996 წელს სურათს კვლავ ჩაუტარდა რესტავრაცია,რა დროსაც სპეციალისტებმა საღებავების მეშვეობით შეძლეს სურათზე ფრაგმენტული ღრმულების ამოვსება.როგორც ვარაუდობენ სურათზე გამოსახული მოხუცი რეალური პერსონაჟი იყო,რადგან დომენიკო გირლანდაიოს შემოქმედებას ახასიათებდა რეალური პერსონაჟების გამოსახვა.დღესდღეობით დომენიკო გირლანდაოს შედევრი-სურათი – “მოხუცი შვილიშვილთან” დაცულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო,პარიზში მდებარე “ლუვრის მუზეუმში”.