სურინამი

სურინამი  (ოფიციალური სახელწოდება გახლავთ – სურინამის რესპუბლიკა,რომელიც ადრეულ წლებში ცნობილი გახლდათ,როგორც – ნიდერლანდების გვიანა) - წარმოადგენს სახელმწიფოს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში,რომელსაც დასავლეთიდან ესაზრვრება გაიანა,აღმოსავლეთიდან საფრანგეთის გვიანა,სამხრეთიდან ბრაზილია,ხოლო ჩრდილოეთიდან ატლანტის ოკეანე.ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ – პარამარიბო (246 132 მაცხოვრებელი).საერთო რაოდენობა მოსახლეობისა სურინამში 520 000 ადამიანია.ამ მაჩვენებლით მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან იგი 167-ე ადგილს იკავებს.ხოლო ქვეყნის სრული ტერიტორიის ფართობი 163 270 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს,რითაც იგი სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან 90-ე ადგილზე აყენებს.ოფიციალური ვალუტა – სურინამული დოლარია.ქვეყნის ოფიციალური ენა კი გახლავთ ნიდერლანდული ენა.დამოუკიდებლობის დღეს სურინამი ყოველი წლის 25 ნოემბერს აღნიშნავს,რადგან 1975 წლის 25 ნოემბერს ქვეყანამ სუვერენიტეტი მოიპოვა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სურინამი ერთ-ერთი სახელმწიფოა იმ ოთხ სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან ერთად (ბრაზილია,საფრანგეთის გვიანა და გაიანა),სადაც სახელმწიფო ენას ესპანური ენა არ წარმოადგენს.სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე სურინამი ყველაზე პატარა ქვეყანაა.იგი ადმინისტრაციულად სულ 10 ოლქად იყოფა.

სურინამი რესპუბლიკური მმართველობის მქონე ქვეყანაა.ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს პრეზიდენტი წარმოადგენს,რომელსაც პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს (თუმცა რამდენი ვადით იქნება არჩეული ზღვარი არ უდევს).სურინამის უმთავრეს საკანონმდებლო ორგანოს ერთპალატიანი სახელმწიფო საბჭო (პარლამენტი) წარმოადგენს,სადაც დეპუტატთა რაოდენობა 51 კანდიდატისაგან შედგება.მათ მოსახლეობა 5 წლის ვადით საყოველთაო არჩევნების შედეგად ირჩევს.სურინამის წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ: ახალი ფრონტი,დემოკრატიული განვითარებისათვის,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სახალხო ალიანსი პროგრესისათვის.
სურინამის სანაპიროები პირველად აღმოჩენილ იქნა,სამხრეთ ამერიკაში პირველივე ესპანური ექსპედიციის მიერ 1499 წელს.აღნიშნულ ექსპედიციას სათავეში ედგა ცნობილი ესპანელი მეზღვაურები – ალონსო დე ოხედა და ვისენტე იანეს პინსონი.1500 წელს კი იგი პირველად იქნა დატანილი გეოგრაფიულ რუკაზე.სახელწოდება სურინამისა,წარმოდგა მასზე მდებარე მდინარის სახელწოდებისაგან.XVII საუკუნეში სურინამი ინგლისის კოლონიზაციის ქვეშ მოექცა.თუმცა 1667 წელს ინგლისმა იგი ნიდერლანდებს გაუცვალა ახალი ამსტერდამის სანაცვლოდ (ნიუ-იორკის ძველი სახელწოდება).მას შემდეგ 3 საუკუნის განმავლობაში იგი ნიდერლანდების კოლონიას წარმოადგენდა.XVII საუკუნეში სურინამი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდა შაქრის წარმოების მხრივ და შესაბამისად მრავლად იქნა იქ განლაგებულ პლანტაციებში აფრიკელი მონები.საბოლოო ჯამში სურინამმა დამოუკიდებლობა 1975 წლის 25 ნოემბერს მოიპოვა.
სურინამის მოსახლეობის 37 % ინდიელია,31 % კრეოლები,15 % იაველები,10 % მარონები და სხვა ეთნოსები,მათ შორის ჩინელები.მოსახლეობის 27,4 % ინდუიზმის რელიგიის მიმდევრები არიან.25,2 % პროტესტანტი.22,8 % კათოლიკე.19,6 % მუსულმანი და 5 % სხვა აღმსარებლობის მატარებელი.
სურინამის სამხრეთით მოსახლეობა ფაქტიურად არ ცხოვრობს და აღნიშნული ტერიტორია დაფარულია სავანებითა და ტროპიკული ტყეებით.სამხრეთ ნაწილში მდებარეობს გვიანას ზეგანი,რომლის უმაღლესი წერტილი გახლავთ იულიანას მთა,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1230 მეტრია.სურინამი მდიდარია მდინარეებით და მასში მიედინება ისეთი მდინარეები,როგორებიცაა – ამაზონი,კორანტეინი,კოპენამე,სურინამი და ხსვა.ქვეყანაში კლიმატი ნოტიოა და ფაქტიურად სეზონიდან-სეზონამდე განიცდის ცვალებადობას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სურინამი ერთ-ერთუი უმდიდრესი ქვეყანაა ფლორისა და ფაუნის მხრივ.
სურინამის ეკონომიკის უმთავრეს საბაზისო წყაროს ალუმინის წარმოება და მისი ექსპორტი წარმოადგენს.გარდა ამისა მოიპოვება ოქრო და ნავთობი,რომელთაც არანაკლები წვლილი შეაქვთ სურინამის ეკონომიკაში.მიუხედავად ამისა იგი მაინც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად მიიჩნევა.მისი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორებია – ამერიკის შეერთებული შტატები,ნიდერლანდები,ჩინეთი,ტრინიდადი და ტობაგო და იაპონია.
სურინამი გახლავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.

სურინამის რესპუბლიკის ეროვნული გერბი

სურინამის დედაქალაქი – პარამარიბო

სურინამი გეოგრაფიულ რუკაზე