იძინი
იძინი - (დაბადების სახელი გახლდათ – ჩჟან ვეიმინი) დაიბადა 635 წელს,ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იანჯინგში,რომელსაც იმ პერიოდისათვის ფანინაგად მოიხსენიებდნენ.მოღვაწეობდა ტანის დინასტიის მმართველობის ეპოქაში.იძინი წარმოადგენდა იმ ჩინელ ბუდისტ ბერს,დიდ მოგზაურს,მთარგმნელსა და მწერალს,რომელმაც განუზომლად დიდი წვლილი დაიდო თავისი მოგზაურობების აღწერით იმ ქვეყნების,ყოფა-ცხოვრების შესწავლაში,სადაც მან იმოგზაურა.შესაბამისად,მის მიერ აღწერილი ამა თუ იმ ქვეყანის ყოფა-ცხოვრება,დღესდღეობით უმნიშვნელოვნეს წყაროს წარმოადგენს იმ ქვეყანათა კულტურისა და ისტორიის შესწავლის საქმეში.ჩჟან ვეიმინი ბერად 14 წლის ასაკში აღიკვეცა და მოსწავლე ხდება დიდი ჩინელი ბუდისტი ბერისა და ფილოსოფოსის სიუანძანის.მოგზაურობის მიმართ მისი დადებითი დამოკიდებულება ბავშვობიდანვე დიდი იყო და ბერად აღკვეცის შემდგომ ერთ-ერთმა ჩინელმა,რომელსაც ბატონ ფონ-ად მოიხსენიებენ (მის შესახებ გარდა სახელისა მეტი არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება),დააფინანსა მისი მოგზაურობა ინდოეთში,სადაც იძინი უნდა ჩასულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ცოდნის ტაძარში – ნალანდას უნივერსიტეტში,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ნალანდას ბუდისტური მონასტრის კომპლექსს.მიზანი იქ სტუმრობისა,ბუდისტური დოგმების უფრო უკეთ შესწავლა იყო.671 წელს გაემგზავრა გუანჩჟოუში სპარსული სავაჭრო გემით და 22 დღიანი საზღვაო მოგზაურობის შემდგომ ჩავიდა პალემბანგში (შრივიჯაია – უძველესი მალაიური სამეფო,კუნძულ სუმატრაზე).იქ ყოფნის ექვსი თვის მანძილზე კარგად შეისწავლა მალაიური და სანსკრიტული ენები,რის შემდეგაც გაემგზავრა მალაიზიაში,კერძოდ მელაიუს სამეფოში.673 წელს მიემგზავრება “შიშველთა სამეფოს” სახელით ცნობილ შუ-ში,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი სამეფო იყო სანგოს ეპოქისა (პერიოდი ჩინეთის ისტორიაში 220-280 წლები).იძინმა მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა კუნლულის ხალხისა,რომლებიც თავის მხრივ ცხოვრობდნენ აზიის ერთ-ერთ უდიდეს მთათა სისტემაში,დასავლეთ პამირიდან ჰენგდუანის მთებამდე აღმოსავლეთით (ჩინეთი).მოგვიანებით იძინი ესტუმრა ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებს,რის შემდეგადაც შეუერთდა ვაჭრებს და მათთან ერთად მოიარა 30 ქალაქი და სამთავრო. (ავტორი გენია.ჯი) ნალანდასკენ მიმავალს ჯანმრთელობა შეერყა.ამავე დროს იგი გაძარცვეს და რა დროსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ტანისამოსის ამარა დარჩა.მიუხედავად ამისა მან ნალანდამდე მაინც ჩააღწია და იქ 11 წელიწადი იცხოვრა,რის შემდეგაც კვლავ შრივიჯაიაში ბრუნდება.იგი ძალიან აფასებდა შრივიჯაიანულ ბუდისტურ საზოგადოებებს და რეკომენდაციებს უწევდა ჩინელ ბერებს,მანამ,სანამ ნალანდაში ჩავიდოდნენ,შრივიჯაიაში ჩასულიყვნენ.687 წელს იძინი მცირე ხნით შეყოვნდა პალემბანგეში,სადაც შეკრებილი იყვნენ დიდი რაოდენობით ბუდისტი ბერები და სწავლულები.2 წლის მანძილზე იძინმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად თარგმნა უამრავი ბუდისტური თხზულება ჩინურ ენაზე.689 წელს ჩავიდა გუანჩჟოუში,რათა შეესყიდა მელანი და საწერი ქაღალდი,რომელიც იმ პერიოდში შრივიჯაიაში არ იშოვებოდა.ამის შემდგომ იძინი კვლავ უკან ბრუნდება და 695 წელს ასრულებს ყველა სამუშაოს.ჩინეთში დაბრუნებისას ეწვია ჩინეთის დედოფალს უ ცზეტიანს,რომელმაც იცზინი დიდი პატივით მიიღო.მისმა სრულმა მოგზაურობამ საბოლოო ჯამში 25 წელიწადი შეადგინა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ხნის მანძილზე იძინმა სამშობლოში 400 ბუდისტური თხზულება ჩამოიტანა.გარდა ამისა დღემდეა შემორჩენილი ჩანაწერები,სადაც ასახულია ის სირთულეები,რომელიც მან ამ მოგზაურობებისას გადაიტანა.იძინმა ასახა ამა თუ იმ ქვეყნის ეთნოგრაფიული ჩანახატები,რაც უდიდესი წყაროა იმ ეპოქის შესასწავლად დღემდე მეცნიერებისა და ისტორიკოსებისათვის.მან ჩინურ ენაზე თარგმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები,როგორებიცაა – ავადანა (ისტორია დიადი გმირობებისა),Saravanabhava Vinaya,Suvarnaprabhascottamaraja-sutra და სხვა ნაწარმოებები.იძინმა სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ხშირად დაიწყო სტუმრობა ჩანანში მდებარე ბუდისტურ მონასტერში,სადაც მისივე თხოვნით აიგო სპეციალური შესანახი ნაგებობა ბუდისტური წიგნებისათვის,სახელწოდებით – “Small Wild Goose Pagoda”,რომელიც დღემდე უდიდეს ძეგლად მიიჩნევა ჩინური არქიტექტურისა.იძინი გარდაიცვალა 713 წელს ჩინეთის ქალაქ სიანში. (ავტორი გენია.ჯი) მისმა მოღვაწეობამ კი უდიდესი კვალი დატოვა ჩინეთში არა მარტო ბუდიზმის განვითარებაში,არამედ იმ ეპოქის უამრავი ხალხის,ქვეყნის,სამეფო-სამთავროებისა და ზოგადად ისტორიის შესწავლაში.
იძინის თხოვნით აგებული ჩინური არქიტექტურის უნიკალური ძეგლი - “Small Wild Goose Pagoda”