გურამ დიასამიძე (ალაზნისპირელი) – “დედა ენა”

დედა ენა,ჩვენი ცოდნის ლამპარი,

აი-ია,ჯადოსნური ზღაპარი,

ჩუმი ნატვრა,სამრეკლოა და ზარი,

ყრმობის სიბრძნე,ჩვენი ცოდნის ტაძარი.

***

დედა ენა,გულის თქმა და წუხილი,

საქართველოს მდინარეთა ქუხილი,

ქართვლის დედის ლოცვა გულის ძახილი

ჩუმი ოხვრა სულის ამოძახილი…

***

დედა ენა,ფარნაოზის ანბანი,

ივერიის ცის ლაჟვარდი და განი,

საქართველოს მთების ჭექა და ბანი,

ვაზის ლერწი მზის სხივებში ნაბანი.

***

დედა ენა,მზის სითბო და დარია,

წმინდა ნინოს ვაზის ლერწმის ჯვარია,

რუსთაველის ტკბილ ქართულის გვარია,

იაკობის გალობა და ქნარია!