მალე
მალე - წარმოადგენს მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქსა და საოცარი ბუნებრივი სილამაზის მქონე ქალაქს,რომელიც სრულიად წყლით არის შემოსაზღვრული.იგი ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია,სადაც 104 403 ადამიანი ცხოვრობს.საშუალოდ კვადრატულ კილომეტრზე მალეში 17 401 ადამიანი მოდის. (ავტორი გენია.ჯი) სულ მისი ტერიტორიის ფართობი 6 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და იგი განთავსებულია ორ ბუნებრივ კუნძულზე მალე-ზე და ვილინგილეზე და ერთ ხელოვნურ კუნძულ ჰულუმალეზე.ტრადიციული მალე წარმოადგენდა კუნძულოვან სამეფოს,სადაც განთავსებული იყო უძველესი მალდივის კუნძულების სამეფო დინასტიების სასახლე.ადრეულ საუკუნეებში კუნძული შემოსაზღვრული იყო დამცავი კედლებით.თუმცა მოგვიანებით მასთან ერთად დანგრეულ იქნა სამეფო სასახლე,ფორტები და ყველა ბასტიონი.აღნიშნული ისტორიული ძეგლები შეეწირა რეკონსტრუქციას,რომელიც ჩაატარა მალდივის რესპუბლიკის პრეზიდენტმა (1968-1978 წლებში) – იბრაგიმ ნასირმა,მას შემდეგ რაც ქვეყანაში დაეცა მონარქია.ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს სანსკრიტული ენიდან და ითარგმნნება,როგორც – “დიდი”ამ სახელით მალდიველები მოიხსენიებდნენ კუნძულზე მდებარე სამეფო სასახლეს,რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის დედაქალაქს ეწოდა.მალეს კუნძულის სიგრძე 2 კილომეტრია,ხოლო სიგანე 1 კილომეტრი.იგი სრულიად დასერილია შენობა-ნაგებობებითა და გზებით. (ავტორი გენია.ჯი) შედგება ექვსი რაიონისაგან,რომელთაგან 4 კუნძულ მალეზეა,ერთი კუნძულ ვილინგილზე,ხოლო ერთიც ხელოვნურად შექმნილ კუნძულ ჰულუმალეზე,რომელიც უკანასკნელ წლებში იქნა გრუნტის გადაყრის ოპერაციის შედეგად მიღებული.ადრეულ წლებში კუნძულ ვილინგილზე ციხე იყო განთავსებული,თუმცა დღესდრეობით იქ ქალაქის ერთ-ერტი საკურორტო რაიონი მდებარეობს.გარდა ამისა ქალაქის სემადგენლობაში შედის მალეს საერთაშორისო აეროპორტი,რომელიც განლაგებულია ხელოვნურ კუნძულ ჰულუმალეზე.იგი მდებარეობს სუბეკვატორულ სარტყელში,რომლისთვისაც დამახასიათებელია: წვიმების და მშრალი სეზონები. (ავტორი გენია.ჯი) წვიმების სეზონი გრძელდება მაისიდან დეკემბრამდე,ხოლო მშრალი სეზონი დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში.ქალაქში არ არის მაღალი სიმაღლის მქონე ნაგებობები და მოსახლეობა ბევრად უფრო მეტად სარგებლობს ველოსიპედებით,ვიდრე ავტომობილებით.კუნძულზე მრავლად არის სასტუმროები.ყოველ სასტუმროს კი გააჩნია კერძო ნავები,რომლითაც შესაძლებელია არქიპელაგის ულამაზესი ბუნების დათვალიერება.მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქი – მალე,ერთ-ერტი ულამაზესი და საუცხოო ბუნების მქონე დედაქალაქია მსოფლიოში,რის გამოც მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.