სტივ ჩეიმბერსი – “ხატვა ხელების გარეშე”
სტივ ჩეიმბერსი - დაიბადა ინგლისის საგრაფო ნორფოლკში.საუბედუროდ,უიშვიათესი დაავადებისა და სერიოზული ფიზიკური დარღვევების გამო ბავშვობიდანვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.მის ხელებს არ გააჩნია კუნთები,რაც ფაქტიურად იმის მანიშნებელია,რომ სტივს ორივე ხელი “უფუნქციო” აქვს.მიუხედავად უდიდესი ფიზიკური სირთულეებისა,რაოდენ გასაოცარის არ უნდა იყოს მას გააჩნია ხატვის გასაოცარი უნარი,რომელიც ავადმყოფობასთან ერთად პატარაობიდანვე თან დაჰყვა.ის უბრალოდ იღებს ფანქარს და პირის მეშვეობით ხატავს გასაოცარ სურათებს.განსაკუთრებით კი მისი სურათების მოტივი გახლავთ ის,რაზეც ოცნებობს.სტივს უდიდეს დახმარებას უწევენ ნათესავები და ოჯახის წევრები,განსაკუთრებით ბებია,რომელმაც მას ბავშვობაშივე გააცნო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების შემოქმედება.სტივ ჩეიმბერსი ხატვისათვის იყენებს აკვარელსა და ფანქარს.სურათების დიდი ნაწილი მიძღვნილი აქვს მის უსაყვარლეს ქალაქზე – ლონდონზე.დღესდღეობით სტივი 50 წლის არის და ჰყავს მეუღლე,რომელთან თანაცხოვრებაშიც 4 შვილი შეეძინა.ფაქტიურად სტივ ჩემბერსმა,მიუხედავად უდიდესი ფიზიკური ნაკლისა,საკუთარ თავში იპოვა ძალა “თვითგადარჩენისა” და ამით საუკეთესო მაგალითი უჩვენა თითოეულ ადამიანს,მიზნის მიღწევისა,ყოველგვარი დაბრკოლებების მიუხედავად.მისი შემოქმედების ნახვისას კი ამაში კიდევ უფრო ღრმად ვრწმუნდებით.
სტივ ჩეიმბერსის შემოქმედება