ბერლინის შესახებ…

ბერლინი - წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქს.გარდა ამისა იგი გახლავთ ქვეყნის ყველაზე მსხვილი და მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი.ევროპული მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობით იგი მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება,ხოლო სრული ფართობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მეხუთე პოზიციას იკავებს.ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის ცენტრში 2011 წლის მონაცემებით 3 479 740 ადამიანი ცხოვრობს.ერთ კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე 3848 ადამიანს შეადგენს.ფართობი კი 891,85 კვადრატული კილომეტრია.სულ იყოფა 12 რაიონად.იგი აგებულია მდინარეების შპრეეს (რის გამოც ქალაქს Shpree-Athen-ს უწოდებენ,რაც თარგმანით ათენი შპრეერზე-ს აღნიშნავს) და ჰაფელის სანაპიროებზე.დაახლოებით 1200 წელს თანამედროვე ბერლინის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი სავაჭრო დასახლება  - კიოლნი და ბერლინი.ზუსტი თარიღი თუ როდის მიენიჭა მას ქალაქის სტატუსი უცნობია.თუმცა არის მოსაზრება,რომ კიოლნმა  ქალაქის უფლებები 1237 წელს მიიღო,ხოლო ბერლინმა 1244 წელს.1307 წელს ორივე ქალაქი გაერთიანდა და 1400 წლისათვის ქალაქის მოსახლეობა 8000 ადამიანს შეადგენდა.ისტორიული სახელწოდება კიოლნისა კი აისახა ბერლინის ერთ-ერთი რაიონის სახელწოდებაში – ნოიკიოლნი.ბერლინი გახლდათ დედაქალაქი ბრანდერბურგის საკურფიურსტოსი,შემდგომ პრუსიის,მოგვიანებით კი გერმანიის იმპერიისა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ 1961 წლის 13 აგვისტოს,ბერლინი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი,მასში აგებული კედლის გამო.”ბერლინის კედელი” ერთგვარ სიმბოლოდ იქცა საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის “რკინის ფარდისა” და “ცივი ომი”-ს ეპოქისა.ფაქტიურად იგი ჰყოფდა დასავლეთ გერმანიასა და აღმოსავლეთ გერმანიას ერთმანეთთან.კედლის სიგრძე 160 კილომეტრი იყო.მისი აგებიდან – დანგრევამდე (1989 წლის 9 ნოემბერი) “ბერლინის კედლის” გადალახვას 1245 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მისი დანგრევის შემდგომ შემორჩენილი ფრაგმენტები კი იმთავითვე იქცა ისტორიულ ექსპონატებად.ის 650 ავცარკის ჯიშის ძაღლი კი,რომელიც კედელს იცავდა მოგვიანებით გაყიდულ იქნა.ბერლინი – თანამედროვე ევროპული მეგაპოლისია,რომელშიც დიდებულადაა შერწყმული ძველი შუასაუკუნეების ნაგებობები,ისეთები როგორბიცაა – წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია,ბერლინის საკათედრო ტაძარი,ოპერის დიდებული თეატრი,ბრანდერბურგის მსოფლიოში ცნობილი ჭიშკარი,ბელვიუს სასახლე და თანამედროვე არქიტექტურა.იგი 9-ჯერ უფრო დიდია ტერიტორიულად ვიდრე პარიზი და ამ მაჩვენებლით იგი წინ უსწრებს ნიუ-იორკსაც კი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სახელწოდება – ბერლინი,მსოფლიოში სულ 117 დასახლებულ პუნქტს ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქში მდინარეებზე,სულ 1700-მდე ხიდია განლაგებული,რაც უფრო მეტი მაჩვენებელია,ვიდრე ვენეციისა.მასში აგებულია 386 მეტრი სიმარლის სატელევიზიო ანძა Berliner Fernzehturn,რომელიც ქვეყნის ყველაზე მაღალ ნაგებობად მიიჩნევა,გარდა ამისა ევროპის კონტინენტის ყველაზე მაღალ ნაგებობათა ნუსხაშიცაა შეტანილი.ბერლინი წარმოადგენს იმ უდიდეს მულტიკულტურულ მეგაპოლისს,სადაც 184 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.მათ შორის ყველაზე დიდი დიასპორა თურქებისაგან შედგება.ყველაზე მეტი თურქი,თურქეთის სხვა ქალაქების გამოკლებით სწორედ ბერლინში სახლობს.ქალაქსი განთავსებულია 175 მუზეუმი.ამის გამო ხუმრობენ კიდეც,რომ ბერლინში უფრო მეტი მუზეუმია,ვიდრე საავდრო (წვიმები) დღეებიო.ერტ-ერთ მუზეუმში დაცულია უნიკალური ისტორიული არტეფაქტი – “ნაპოლეონ ბონაპარტის თავის შესამკობელი”,რომელიც დაკარგულ იქნა ვატერლოოს ბრძოლისას.ბერლინში საცხოვრებელი ბინები (და არა კორპუსების) არ არის ნუმერიზირებული,რადგან იდენტიფიკაციისათვის მფლობელის ვინაობაც საკმარისია.პირველი საზოგადოებრივი ტუალეტები 1878 წელს,სწორედ ბერლინიდან იღებს სათავეს და მათ იმ პერიოდში “Caf Achteck”-ს უწოდებდნენ.გარდა ამისა პირველად ბერლინში იქნა დამონტაჟებული 1924 წელს “შუქნიშანი”. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ყოველივესი,თავად ბერლინელები ქალაქ ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად მოიხსენიებენ.პარადოქსია თუმცა ფაქტია,რომ ბერლინი “მწვანე ქალაქად” არის მოხსენიებული,რადგან მასში განთავსებულ სკვერებს,ბაღებს,პარკებს და სხვა დასასვენებელ ადგილებს ქალაქის ტერიტორიის 5 500 ჰექტარი მიწა უკავიათ,რაც საერთო ფართობის 30 %-ს შეადგენს.ბერლინი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ქალაქია,რაც მას მსოფლიოს საუკეთესო ქალაქთა შორის “ღირსეულ” ადგილს უმკვიდრებს.