პანამის არხი – “ეპიზოდი”
“პანამის არხი” - წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანაოსნო არხს,რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აერთებს და აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს.მისი საერთო სიგრძე 81,6 კილომეტრია.მიუხედავად იმისა,რომ იდეა “პანამის არხის” მშენებლობისა ადრეულ XVI საუკუნეში ჩაისახა,პირველი მცდელობა არხის აგებისა 1880 წელს განხორციელდა ფრანგების ხელმძღვანელობით.მიუხედავად ამისა პროექტმა იმ პერიოდში კრახი განიცადა და პროექტის დასრულება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ითავა.საბოლოო ჯამში “პანამის არხი” ოფიციალურად გაიხსნა 1914 წელს.ცნობილია ისიც,რომ მასზედ მომუშავე ათასობით მუშიდან ტროპიკული ავადმყოფობების და ურთულესი სამუშაო პირობების შედეგად 27,500 მუშა დაიღუპა.გარდა ამისა ცნობილი ისტორიული ფაქტია ისიც,რომ “პანამის არხის” გაჭრის მარშრუტის დასადგენად ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დიდი დავა და განხილვა მიმდინარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) საქმე იმაში გახლდათ,რომ არხის გაჭრას სენატის წევრების გარკვეული ნაწილი იმ ადგილებში მოითხოვდა,სადაც იმ პერიოდში ერთ-ერთი უდიდესი – მომოტომბოს ვულკანი (ნიკარაგუა) ამოქმედდა.ამ მოვლენას კი ნიკარაგუაში სპეციალური საფოსტო მარკების სერია მიუძღვნეს.მასზე ასახული იყო მომოტომბოს ვულკანის ამოფრქვევა.ცნობილმა ინჟინერმა ბიუნო ვავილამ ამერიკის სენატში თითოეულ სენატორს გაუგზავნა ეგზემპლარი ნიკარაგუაში დაბეჭდილი მარკებისა,სადაც მომოტომბოს ვულკანის ამოფრქვევა იყო გამოსახული.აღნიშნულმა მცირე ზომის საფოსტო მარკებმა კი იმდენად დიდი გავლენა იქონია სენატორებზე,რომ ყველაზე თავგამოდებულმა დამცველებმაც კი “პანამის არხის” ნიკარაგუას ტერიტორიაზე გაჭრისა,უარი განაცხადა ძველი პროექტის განხილვაზეც კი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად “პანამის არხი” მხოლოდ ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთით ნაწილში მდებარე ქვეყანაში – პანამაში გაიჭრა.