ფაქტები “გეოგრაფიიდან”
1. ჩვენი პლანეტის – “დედამიწის”,ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას – “სიკვდილის ველზე”,რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატში (ამერიკა),მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის,სადაც 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი ტემპერატურა +56,7 გრადუს-ცელსიუსი,საკმაოდ მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა,რაც მეტად გასაოცარი ფაქტია.კერძოდ: იქ ცოცხლობს და ხარობს: 15 სახეობაზე მეტი ფრინველი,40 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი,44 სახეობის ქვეწარმავალი,12 სახეობის ამფიბია,13 სახეობის თევზი ცოცხლობს და 545 ჯიშის მცენარე.
2. აფრიკული სახელმწიფო მალის ჩრდილოეთში მდებარე დღესდღეობით მიტოვებულ ქალაქ ტეგაზაში (საჰარას უდაბნო),რომელიც დაარსებულ იქნა X საუკუნეში მარილის საბადოებთან ახლოს,სახლის კედლებს მარილისაგან აგებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ადგილობრივი რეგიონის მოსახლეობა სახლების კედლებს დღესაც მარილით აგებენ.როგორც ერთ-ერთი უდიდესი არაბი სწავლულის და მოგზაურის იბნ-ბატუტას მიერ 1532 წლით დათარიღებული ჩანაწერებიდან ვგებულობთ,აღნიშნულ ქალაქში არა მარტო სახლები იყო აგებული მარილის ბლოკებისაგან არამედ მეჩეთებიც კი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ქალაქი ტეგაზა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას იქნა აგებული,სადაც წვიმა უიშვიათესი მოვლენაა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ადგილობრივები მარილს იყენებდნენ ამა თუ იმ ნაგებობის ასაგებად.
3. ინდონეზიის კუნძულებს ბალი-სა და ლომბოკს შორის მანძილი სულ რაღაც 15 მილია.მაქსიმალური სიღრმე მათ შორის გამყოფი სრუტისა 341 მეტრს შეადგენს.მიუხედავად მათი ესოდენ ახლო მდებარეობისა,ორივე კუნძულზე აბსოლუტურად განსხვავებული ფლორა და ფაუნაა გავრცელებული.მათ შორის მტკნარი წყლის თვეზები და ფრინველებიც კი.როგორც ერთ-ერთმა გონებამახვილმა მეცნიერმა შენიშნა,ორივე კუნძულის ფლორა და ფაუნა უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან,ვიდრე ინგლისი და იაპონიაო. (ავტორი გენია.ჯი) “ფაუნის საზღვარი” გადის კუნძულ ბალისა და კუნძულ ლომბოკს შორის.აღნიშნულ საზღავრს კი “უოლესის ხაზი” ეწოდა,იმ ცნობილი ინგლისელი ნატურალისტის საპატივცემულოდ,რომელმაც 1892 წელს აღმოაჩინა იგი.”უოლესის ხაზი” ჰყოფს ინდოეთის ოკეანის და აზიის ცხოველთა სამყაროს ავსტრალიური ფაუნის ოლქისაგან.
4. სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის – პერუს დედაქალაქ – ლიმაში (7 605 742 მაცხოვრებელი),რომელიც დაარსებულ იქნა ცნობილი ესპანელი კონკისკადორის – ფრანსისკო პისაროს მიერ 1538 წლის 18 იანვარს და მას ეწოდა “მეფეთა ქალაქი”,მდებარეობს პერუს სანაპირო ზოლის ვაკეზე,მდინარე ჩილონის,რიმაკისა და ლურინის ველებზე,მიუხედავად იმისა,რომ განლაგებულია წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე საკმაოდ მშრალ და ცხელ ადგილად არის მიცნეული.რადგან იქ წელიწადში ნალექის რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 37 მილიმეტრს შეადგენს.შესაბამისად ქალაქში წვიმა თითქმის არ იცის.ამიტომ მათ სახლებს ყველა ჩვეულებრივი სახლისაგან განსხვავებით “საწვიმარი მილები” არ გააჩნია.ხოლო მოსახლეობა კი არ საჭიროროებს საწვიმარ ლაბადებს.
5. “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,კერძოდ კუნძულ კიუსიუზე არსებული მსოფლიოს ყველაზე დიდი მოქმედი სუპერვულკანი – ასო,რომელიც ამოფრქვევათა რაოდენობითაც პირველ ადგილ იკავებს,სხვა მოქმედ ვულკანებთან შედარებით,ზღვის დონიდან 1592 მეტრზე მდებარეობს. (ავტორი გენია.ჯი) მისი კრატერის სიგრძე 23 კილომეტრს აღწევს,სიგანე 14 კილომეტრია,ხოლო სიღრმე 500 მეტრი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვულკანს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად საკმაოდ კარგადაც არის განვითარებული ტურიზმი.