ხალხური – “ვერცხლის თასადაც მაქცია”

ვერცხლის თასადაც მაქცია,

რო ღვინით აგევსებოდი,

დაფერილი მქნა წითლადა

შამსვავდი,შაგერგებოდი,

ანა მქნა ვერცხლის სათითე,

რო ხელზე ჩაგედებოდი,

ანა მქნა ოქროს ბურთვაი,

კალთაში ჩაგეშლებოდი,

ან ვერცხლის ფულად მაქცია,

ჯიბეში ჩაგეყრებოდი,

ან შენი ნამგლის ყანა მქნა,

რო ფხაზე შაგეჭრებოდი,

ანა მქნა ვარდი,ყოილი,

რო პირზე დაგეყრებოდი,

ანა მქნა მოის პერანგი

რო გულზე დაგადნებოდი,

ან შენი ძმა მქნა მოწილე,

აროდის გაგეყრებოდი,

ან შენი ნანდაური მქნა,

გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,

ძალიან დაწუხებული

გზაზედამც შაგეყრებოდი!