“იერუსალიმ პოსტი” – იოანე პავლე II-ეს შესახებ წერდა…
1981 წლის 13 მაისს,”წმინდა პეტრეს მოედანზე” რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელზე იოანე პავლე II-ზე,თურქულმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების “რუხი მგლების” ერთ-ერთმა წევრმა – მეჰმეთ ალი აჰჯამ,განახორციელა თავდასხმა,რასაც რომის პაპის მძიმედ დაჭრა მოჰყვა.იგი ადგილზევე იქნა დაკავებული და მოგვიანებით მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.1983 წელს რომის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პაპი იოანე პავლე II ეწვია იმ ციხეს (თურქეთი),სადაც საჯელს იხდიდა მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მეჰმეთ ალი აჰჯა. (ავტორი გენია.ჯი) რომის პაპმა სთხოვა დამსწრეთ,რომ იგი მასთან მარტო დაეტოვებინათ და თუ რა ისაუბრეს მათ ერთმანეთში დღემდე უცნობია.აღნიშნული საუბრის შესახებ რომის პაპმა განაცხადა:
“ის,რაც ჩვენ ერთმანეთში ვისაუბრეთ – ჩვენი საიდუმლოა.მე მას ველაპარაკე,როგორც ჩემს ძმას და ვაპატიე ჩადენილი.ამიტომ შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო,რომ მას ჩემი სრული ნდობა გააჩნია”.
ამ საკითხმა,იმ პერიოდის მსოფლიო პრესა მოიცვა.მათ შორის ებრაული გაზეთი “იერუსალიმ პოსტი”-ც,რომელიც წერდა:
“პაპი და ის კაცი,რომელმაც მისი სიცოცხლის ხელყოფა სცადა,ციხის საკნის ერთ კუთხეში ხმადაბლა საუბრობდნენ… მამაკაცები პლასტმასის სკამებზე ისხდნენ… (ავტორი გენია.ჯი) ერთმანეთისაკენ ნდობით თავდახრილნი.ერთი ახალგაზრდა იყო,ჯინსსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი,მეორე კი – დიდებული,თეთრი სუტანით შემოსილი.ეს იყო თანამედროვე ხატი ქრისტიანული შენდობის იდეალისა”.
ამავე გაზეთში მოყვანილი გახლდათ ციტატა ისრაელის იმ პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრის შლომო ბენ-ამიმისა,რომელიც იოანე პავლე II-ს ეძღვნებოდა:
“ქრისტეს ჯალათთა” და “დამრბევთა” ოდინდელი მტრობა და შუღლი,როგორც ჩანს,თანდათან უკან იხევს”.”ჩვენ შეგვიყვარდა ეს ადამიანი,როგორც გამორჩეული პიროვნება,უზარმაზარი სულიერობის,კეთილი ნებისა და სამართლიანობის განსახიერება”.