ნიკოლო მაკიაველის თხზულებიდან – “ხელისუფლება”
“არსებობს ბრძოლის ორი მეთოდი, ერთი – კანონის გამოყენებით, მეორე – ძალის მეშვეობით. პირველი – ადამიანისათვის არის დამახასიათებელი, მეორე – მხეცისათვის. მაგრამ, რაკი პირველი მეთოდი არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, ადამიანმა მეორეც უნდა მოიშველიოს.ამიტომ ხელისუფალს ორივეს გამოყენება უნდა შეეძლოს – მხეცურისაც და ადამიანურისაც… (ავტორი გენია.ჯი) ხელისუფალმა, რომელიც იძულებულია კარგად ისწავლოს მხეცური ქცევა, უნდა მიბაძოს მელას და ლომს, რადგან ლომი თავს ვერ იცავს ხაფანგისაგან და მელა კი მგლებისაგან. ამიტომ მელა უნდა იყო, რომ ხაფანგის გამოცნობა შესძლო და ლომი – მგლები რომ დააშინო… ამიტომ ჭკვიანი ხელისუფალი უნდა მოერიდოს ფიცის გატეხას, თუკი ამას მისი ინტერესები მოითხოვს… ადამიანები რომ ყველანი კარგები იყვნენ, ეს რჩევა არ გამოდგებოდა, მაგრამ რაკიღა ცუდნი არიან და არ გიერთგულებენ, არც შენ ხარ მოვალე მათი ერთგული იყო!” – (ავტორი გენია.ჯი)