იცით თუ არა,რომ

1. ყველაზე მცირე დაფინანსება მსოფლიოში განათლებაზე,აფრიკისა და დედამიწის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში – სომალიში იხარჯება.ამ ქვეყანაში განათლებაზე სომალის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ და მხოლოდ 0.4 % იხარჯება.1990 წლის მონაცემების მიხედვით სომალის მოსახლეობის (9,5 მილიონი ადამიანი) ზრდასრული მოსახლეობიდან,საშუალო განთლებას მხოლოდ 24 % ფლობდა.შესაბამისად 76 %-ს საშუალო განათლებაც კი არ მიუღია.

2. მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი “ჯომოლუნგმა” (ევერესტი) პირველად ისტორიაში 1953 წლის 29 მაისს “დაიპყრეს” დიდმა ახალზელანდიელმა მთასვლელმა – სერ ედმუნდ ჰილარიმ და დიდმა ნეპალელმა ალპინისტმა – ტენცინგ ნორგეიმ.

3. ადრეულ საუკუნეებში “ჯალათები”,ეკლესიაში წირვისას ყველაზე უკანა რიგებში იდგნენ და ამასთანავე,ისინი ყველაზე ბოლოს შედიოდნენ ტაძარში წირვის დაწყების წინ.როდესაც ისინი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებოდნენ,მისი “მემკვიდრის” კანდიდატურას თავად ასახელებდნენ.

4. დავა იმის შესახებ თუ ვინ მოიგონა პირველად მაკარონის ნაწარმი – არაბებმა,იტალიელებმა თუ ჩინელებმა,საბოლოოდ დაესვა მეცნიერული წერტილი. (ავტორი გენია.ჯი) ჩინეთის პროვინცია იანძში აღმოჩენილ იქნა არქეოლოგების მიერ თეფში,რომელზეც გაქვავებული სახით იყო შემორჩენილი სპაგეტი,რომლის სრული სიგრძე ნახევარ მეტრს აღწევდა.აღნიშნულის ასაკი კი 4000 წლით თარიღდება.ეს ბევრად ადრეული ასაკია ვიდრე მაკარონის – ევროპაში პირველად გამოჩენის თარიღი.

5. ძველი ბერძნები სხეულს – ზეითუნის ზეთით იბანდნენ,რაც ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა “კანის კიბოს” დაავადების საწინააღმდეგოდ.

6. პირველი და ნამდვილი შოკოლადი მხოლოდ და მხოლოდ ინდიელთა ერთ-ერთ ტომს ოლმეკებს გამოჰყავდათ,ჯერ კიდევ 3000 წლის წინათ.როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან იმ პერიოდისათვის იგი საკმაოდ მწარე საკვები იყო და შესაბამისად უგემურიც.

7. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,მსოფლიოში დღემდე არსებული მილიონერების 20 %-ს უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება არ აქვთ მიღებული; 6 %-ს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს მინიჭებული; 8 % განათლებით იურისტია,ხოლო 6 % სამედიცინო განთლების მფლობელია.

8. სპეციალისტთა მონაცემების მიხედვით,ყველაზე ეკონომიურად და სფექტურათ თავიანთ თანხებს შოტლანდიელი მილიონრები განაგებენ. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე მფლანგველ მილიონრებად კი მსოფლიოში – რუსი მილიონრები მიიჩნევიან.

9. 2010 წელს ამერიკის შეერთებულის მოსახლეობამ,სრულად საქველმოქმედო საქმიანობისათვის 290 890 000 000 მილიარდი დოლარი გაიღო.

10. ცნობილი ამერიკული მხატვრული ფილმის “როკი”-ს სცენარი,გამოჩენილმა ამერიკელმა მსახიობმა და მთავარი გმირის სემსრულებელმა ამავე ფილმში – სილვესტერ სტალონემ ისეთ ოთახში დაწერა,რომელსაც არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა და წერის დროს ეწეოდა ერთ-ერთ ყველაზე არაპრესტიჟულ სიგარეტს “ტრემპსს”.