გაბრიელ იარედი – “ეპიზოდი”
ლიბანური წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკოსი - გაბრიელ იარედი,რომელიც ავტორია მრავალი მუსიკისა ევროპული და ამერიკული კინოფილმებისათვის,მათ შორის: “ინგლისელი პაციენტი”,”შემოდგომა ნიუ-იორკში”,”ცივი მთა”,”1408″ და სხვა ფილმები,სამჯერ გახლდათ ნომირინებული “ოსკარზე”,როგორც საუკეთესო მუსიკის შემქმნელი ამა თუ იმ ფილმისათვის.საბოლოო ჯამში გაბრიელ იარედმა “ოსკარი” მხოლოდ ერთხელ აიღო.გარდა კინოფილმების მუსიკისა,იგი ავტორია რიგი მუსიკებისა ბალეტისათვის.ამ მიზეზთა გამო გაბრიელი დიდად პოპულარულ კომპოზიტორად არის მიჩნეული თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში. და რადგან პოპულარული კომპოზიტორია,მას ხშირად იწვევენ ტელევიზიებსა და რადიოებში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად დიდი წარმატებებისა გაბრიელი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრებით მაცხოვრებელი პიროვნებაა,რაც მრავალი ადამიანის გაოცებას იწვევს,რადგან მას თავისუფლად შეეძლო დიდი ფინანსებისა და საკმაოდ კომფორტული ცხოვრების აგება.მიუხედავად ამისა მან საკუთარი პიროვნების უბრალოება ყოველივეს ამჯობინა და უარი განაცხადა საცხოვრებლად,მსოფლიოში ცნობილ “ჰოლივუდში” გადასვლაზე.ერთ-ერთ ინტერვიუში გაბრიელ იაერდი ამ საკითხის ირგვლივ აცხადებდა: