ხალხური – “სიკვდილმა ჩამოიარა”
სიკვდილმა ჩამოიარა,
ობოლი დახვდა წინაო,
- მე წამიყვანე,სიკვდილო,
ობლობა მომეწყინაო.
- შენ რად მინდიხარ,ობოლო,
შენი პატრონი ვინაო,
ერთი შორი მამიდა გყავ,
ისიც არ არის შინაო,
მე კახეთისკენ მივდივარ,
კაცი მიმიძღვის წინაო,
ცხრა ძმანი გამდიდრებულან,
უნდა ჩავუხდე შინაო,
ისინი უნდა გავყარო,
თავ-თავად მივცე ბინაო.