ფრენსის ფორდ კოპოლას მოსაზრებები…
1. “ნათლიმამას” გადაღებების დაწყების წინ,მსახიობები,რომელთაც ფილმში მთავარი როლები უნდა ეთამაშათ,რესტორანში მივიწვიე სადილზე.სუფრის თავში მარლონ ბრანდო დავსვი,მის მარჯვენა მხარეს ალ პაჩინო,ხოლო მარცხენა მხარეს ჯიმი კაანა.ჩემი და ტალია,რომელსაც კონის როლი უნდა შეესრულებინა მიმტანის ფუნქციებს ასრულებდა.მალევე შევამჩნიე,რომ სუფრაზე მარლონ ბრანდოს მიმართ ყველა მოწიწებით განეწყო და იგი ისე მიიღეს,როგორც საკუთარი მამა; კაანი ცდილობდა ხუმრობებით მოეხდინა მასზე შთაბეჭდილება.ალ პაჩინო – დაძაბული დუმდა.ხოლო ჩემი და რატომღაც მეტად შეშინებული მეჩვენა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მაშინ მივხვდი,რომ სუფრაზე მსხდომი მსახიობები ჩემს თვალწინ გადაიქცნენ იმ პერსონაჟებად,რასაც ვოცნებობდი ფილმის გადაღების წინ.მათ რესტორანში ბრწყინვალედ დადგეს ფილმის “გენერალური რეპეტიცია”.
2. მე,უფრო მეტად წარმოსახვის უნარი გამაჩნია,ვიდრე ტალანტი.ვაცხობ იდეებს და სწორედ ეს გახლავთ ჩემი საუკეთესო თვისება.
3. არ არის საჭირო კინოფილმების სცენარების წიგნებიდან აღება.კინო უნდა დაიწეროს სუფთა ფურცლიდან.
4. რაც უფრო ცოტა ბიუჯეტია,მით უფრო მეტი იდეა მოდის. (ავტორი გენია.ჯი)
5. მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტად აკურატულად ვექცეოდი სხვის თანხებს,საკუთარისაგან განსხვავებით.