სტივენ პოლ ჯობსის გარდაცვალების შემდგომ წერდნენ…
1. უიშვიათესად ნახავ ისეთ ადამიანს,რომელმაც ასეთი წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში.სტივის მიერ დატოვებულ შედეგებს და ეფექტს,კიდევ იგრძნობს მომავალი და მრავალი თაობები.ჩვენთვის ვისაც წილად გვხვდა ბედნიერება მასთან მუშაობის,თამამად შემძლია განვაცხადო,რომ ეს უდიდესი პატივი გახლავთ თითოეული ჩვენთაგანისათვის.
“ბილ გეიტსი”
2. Apple-მ დაკარგა შორსმხედველი შემოქმედებითი გენიოსი.მსოფლიომ კი დაკარგა დიდებული ადამიანი.მისი ბრწყინვალება,ენერგია და გატაცება გახლდათ ძირითადი მამოძრავებელი წყარო ურიცხვი ინოვაციებისა,რომლებმაც თითოეულ ადამიანს გაუუმჯობესა ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) სამყარო გახდა განუზომლად უკეთესი სტივის დამსახურებით.მისი უდიდესი სიყვარული გახლდათ მეუღლე – ლორენა და მისი ოჯახი.ჩვენი გულები დღეს მათთანაა და იმათთანაც ვინც ერთხელ მაინც შეხებია მის უდიდეს არაჩვეულებრივ ტალანტს.
“კომპანია Apple” (ავტორი გენია.ჯი)
3. სტივ,მადლობა მენტორულობისათვის და მეგობრობისათვის.მადლობა იმისათვისაც,რომ დაამტკიცე შენი ქმნილებებით მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობების არსებობა.მე ძალიან დამაკლდები.
“მარკ ცუკერბერგი” (Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი)
4. ჩვენ დავკარგეთ უნიკალური პიონერი ტექნოლოგიებისა,შემოქმედი,რომელმაც იცოდა,როგორ შეექმნა ბრწყინვალე და დიადი ქმნილებები.
“პოლ ალენი” (Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი)
5. ჩემთვის უდიდესი პატივი გახლავთ ის,რომ სტივ ჯობს ვიცნობდი.იგი გახლდათ ყველაზე გამჭრიახი მეწარმე ჩვენი თაობისა.მისი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე იცოცხლებენ.
“სტივ კეისი” (AOL-ის დამფუძნებელი)
6. იგი გახლდათ დიდებული ადამიანი,წარმოუდგენელი მიღწევებითა და ბრწყინვალე გონებით.მას შესწევდა უნარი,რამდენიმე სიტყვით ეთქვა ის,რაც თქვენ უნდა გაგეფიქრათ, (ავტორი გენია.ჯი) მანამ სანამ გაიფიქრებდით.იგი ჩემი უმთავრესი შთაგონების წყარო იყო.
“ლარი პეიჯი” (Google-ს გენერალური დირექტორი)
7. სტივი ყოველდღე კალიფორნიული ოცნებით ცხოვრობდა.მან შეცვალა მსოფლიო და სული გვშთავბერა ყველას.
“არნოლდ შვარცნეგერი” (ავტორი გენია.ჯი)
8. ჩვენ დღეს დავკარგეთ შორსმხედველი ლიდერი.ტექნოლოგიის ინდუსტრია გამოეთხოვა ლეგენდარულ პიროვნებას.მე კი დავკარგე დიდი მეგობარი და უერთგულესი პარტნიორი ბიზნესში.სტივ ჯობსის ხსოვნა დარჩება მრავალი თაობების მეხსიერებაში.
“მაიკლ დელი” (კომპანია Dell-ის გენერალური დირექტორი)
9. სტივი შესაძლოა თამამად ჩავაყენოთ უდიადესი ამერიკელი ნოვატორების რიცხვში. (ავტორი გენია.ჯი) იგი იყო ძალიან მამაცი,იმისათვის,რომ ეაზროვნა ისე,როგორც არ აზროვნებდნენ სხვები; იყო ძალიან გაბედული და დარწმუნებული საკუთარ თავში,რომ შესწევდა უნარი შეეცვალა მსოფლიო და ძალიან ნიჭიერი,რათა ეს ყოველივე განეხორციელებინა.
“ბარაკ ობამა”