ედგარ-ჟერმენ-ილერ დე გა (ედგარ დეგა) – “აბსენტი”
“აბსენტი” - ფრანგულ ენაზე “L’Absinthe”,წარმოადგენს უდიდესი ფრანგი მხატვრის და იმპრესიონისტული მოძრაობის ორიგინალური წარმომადგენლის ედგარ-ჟერმენ-ილერ დე გას (1834-1917 წლები),მიერ 1876 წელს შექმნილ ბრწყინვალე სურათს.იგი დახატულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავით.სურათის სიმაღლე 92 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 68 სანტიმეტრი.თავდაპირველად ტილოს სახელწოდება გახლდათ “ფრანგული კაფეს ესკიზი”,შემდგომ “ადამიანები კაფეში”,თუმცა 1893 წლიდან ტილოს “აბსენტი” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე მხატვარმა გამოსახა ცნობილი ფრანგი მხატვარი – მარსელენ დებუტენი და ფრანგი მსახიობი ქალი – ელენ ანდრე.ისინი წარმოდგენილი არიან პარიზში მდებარე კაფის “ახალი ათენის” ფონზე,მაგიდასთან მსხდომნი.ელენ ანდრე,რომელიც ასევე წარმოადგენდა კაბარე “ფოლი-ბერჟერის” ერთგვარ ვარსკვლავს,საკმაოდ ელეგანტური ქალბატონი გახლდათ და შესაბამისად ჩაცმულობაც ასეთივე ელეგანტური ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) მის წინ დევს “აბსენტით” სავსე ჭიქა,თუმცა თუკი ქალის თვალების გამომეტყველებით ვიმსჯელებთ,იგი მისი პირველი ჭიქა არ უნდა ყოფილიყო.სურათზე გამოსახული მოქმედება ადრეული დილის კადრებს ასახავს.მასზე გამოსახულია ასევე მაგიდა,რომელზეც წყლით სავსე გრაფინი დევს.ხოლო მეორე მაგიდასთან კი ზის მამაკაცი,რომელიც გვერდითა პლანით იყურება.მათ უკან კი მინაზე ასახულია ქალისა და მამაკაცის შუქ-ჩრდილები.აღნიშნული სურათი კი ედგარ დეგას ერთგვარი “ფოტოგრაფიული” მანერით იქნა შესრულებული,რაც მის შემოქმედებას ყოველთვის თან დევდა.პირველად ტილო ფართო საზოგადოებისათვის გამოფენილ იქნა 1876 წელს,თუმცა კრიტიკოსებისაგან საკმაოდ ნეგატიური შეფასება დაიმსახურა.ზოგიერტმა კრიტიკოსმა კი სურათს საერთოდ – ამაზრზენი და მახინჯიც კი უწოდა.ამის შემდგომ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სურათი ფართო საზოგადოებისათვის აღარ დემონსტრირებულა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა 1893 წელს იგი ინგლისში იქნა წარმოდგენილი და სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა მას “აბსენტი”.სურათს ინგლისელმა კრიტიკოსებმა “მორალის გამოძახილი” და “ვულგარული” უწოდეს.მიუხედავად ამისა,მას მაინც დიდი მოწონება ხვდა წილად.ედგარ დეგას სურათი “აბსენტი” დღევანდელ დღეს დაცულია პარიზში მდებარე ორსეის მუზეუმში.