“ნობელიანტების” მიერ გამოყენებული პრემიალური თანხები”

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო -“ნობელის პრემია”,უამრავ ცნობილ და დიდებულ ადამიანს აქვს მინიჭებული.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ იმ “ნობელიანტების” ნაწილს,რომელთაც პრემიასთან ერთად აღებული თანხები სხვადასხვა სახით მოიხმარეს,კერძოდ:

უდიდესმა გერმანელმა თეოლოგმა,ფილოსოფოსმა,ჰუმანისტმა და ექიმმა – ალბერტ შვეიცერმა (1875-1965 წლები),რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა 1952 წელს “მშვიდობისათვის განმტკიცების დარგში”,მიღებული თანხით აფრიკული ქვეყნის გაბონის ქალაქ ლამბარენეში,ააგო სპეციალიზირებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება – ლეპროზორია,რომელსაც მოგვიანებით “შვეიცერის ლეპროზორია” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღეს აღნიშნული დაწესებულება კვლავ მოქმედებაშია და ატარებს მემორიალური მუზეუმის სტატუსს.

გამოჩენილ ნორვეგიელ მკვლევარსა და ახალი მეცნიერების “ფიზიკური ოკეანოგრაფიის” დამაარსებელს – ფრიტიოფ ნანსენს (1861-1930 წლები),”ნობელის პრემია” მიენიჭა 1922 წელს – მშვიდობის დარგში.მიღებული თანხის 80 000 დოლარი რუსეთში სოფლისმეურნეობის ორი სადგურის დაარსებას შეწირა.ხოლო დაჩენილი 30 000 დოლარი კი თურქეთიდან დევნილ ბერძნებსა და სომხებს გადაურიცხა.

კათოლიკური ეკლესიის მიერ “წმინდანად” შერაცხულმა ალბანელმა მონაზონმა – დედა ტერეზამ (1910-1997 წლები),”ნობელის პრემია” ჰუმანიტარული საქმიანობისათვის 1979 წელს მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) აღებული თანხით კი ღარიბთა რამდენიმე თავშესაფარი ააგო.გარდა ამისა დარჩენილი თანხით დედა ტერეზამ 2000 უსახლკარო ადამიანს საახალწლო-სადღესასწაულო სადილი გაუმართა.

გერმანული წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა ბიოლოგმა – გიუნტერ ბლოგელმა,რომელსაც “ნობელის პრემია” მიენიჭა 1999 წელს მედიცინასა და ფიზიოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის,მიღებული თანხიდან (ერთი მილიონი ამერიკული დოლარი) დიდი ნაწილი,გერმანიის ქალაქ დრეზდენში არსებული სინაგოგისა და ფრაუენკირხში მდებარე ეკლესიის აღდგენას შეწირა.

დიდმა ეგვიპტური წარმომავლობის მქონე ამერიკელმა ქიმიკოსმა – აჰმედ ზევეილმა,რომელსაც “ნობელის პრემია” მიენიჭა 1999 წელს ქიმიის მეცნიერების დარგში,აღებული თანხით ქაიროს უნივერსიტეტს (ეგვიპტე) კვლევებისათვის უყიდა ლაზერული დანადგარი.

გამოჩენილმა ამერიკელმა ნეირობიოლოგმა - პოლ გრინლანდმა,რომელსაც “ნობელის პრემია” მიენიჭა 2000 წელს მედიცინასა და ბიოლოგიაში,აღებული თანხა (ავტორი გენია.ჯი)  შეწირა ფონდს,სადაც მუშაობენ მხოლოდ მკვლევარი-მანდილოსნები მედიცინის დარგში.