“ანზა-ბორეგოს ეროვნული პარკი”
“ანზა-ბორეგოს ეროვნული პარკი” - განთავსებულია ამერიკა-მექსიკის საზრვარზე,კალიფორნიის უდაბნოს ტერიტორიაზე.იგი სიდიდით მეორე ეროვნული პარკია ამერიკის შეერთებული შტატებისა.მისი ტერიტორია 2 400 კვადრატული კილომეტრია.დროის უმეტეს მონაკვეთში აღნიშნული პარკის ტერიტორია ერთგვარად “მკვდარ (უსიცოცხლო) ზონას” წარმოადგენს,თუმცა ყველასდა გასაოცრად,ზამთრის წვიმების სეზონის შემდგომ (დაახლოებით მარტიდან),უდაბნოში უამრავი ულამაზესი ყვავილი იწყებს გახარებას, (ავტორი გენია.ჯი) რაც უდაბნოსათვის ერთობ მოულოდნელი ფაქტია.ამ საოცარი მოვლენის სანახავად ამერიკის უამრავი შტატის მაცხოვრებელი სტუმრობს მას.ტურისტებისათვის მომსახურების ცენტრი განლაგებულია ბორეგო სპრინგსში.აღნიშნული ქალქი ერთადერტი ქალაქია პარკის ტერიტორიაზე.გაზაფხულზე უდაბნოში ტემპერატურა +32 გრადუს-ცელსიუს აჩვენებს და კლიმატი მეტად მშრალია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა აღნიშნული ტერიტორია გამოირჩევა უდაბნოს საშინელი ქარებითაც.უდაბნოში ყვავილების “გაცოცხლება” სრულიად დამოკიდებულია წვიმების სეზონებზე.თუკი წვიმების სეზონზე არც თუ ისე ხშირი ნალექი იქნა,ამ შემთხვევაში მცირე რაოდენობის სახეობის ყვავილი იხარებს,ზოგიერთი ადრინდელი სახეობები კი შესაძლოა საერთოდ არ აყვავდეს.უდაბნო შესაძლოა დაიყოს სამ ზონად – მაღალი (მთებში),საშუალო (კლდოვანი ქედები) და დაბალი (ქვიშოვანი ველები).პარკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს პალმას კანიონი,სადაც უიშვიათესი ჯიშის პალმები ხარობს.კანიონის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ულამაზესი ოაზისი,სადაც რამდენიმე სახეობის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველი ბინადრობს.უდაბნოს “ყვავილობა” საკმაოდ მცირე დროით ხდება და იგი მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება,თუმცა მისი ნახვა ერთ რამედ ღირს.უმაღლესი წერტილი პარკისა ბლერის ხეობაში მდებარეობს და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1621 მეტრია.გარდა ამისა პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია საკმაოდ საინტერესო ადგილი,სახელწოდებით “Wind Caves”,სადაც საოცარი ფორმის მქონე გამოქვაბულებია განლაგებული. (ავტორი გენია.ჯი) “ანზა-ბორენგოს ეროვნული პარკი” ერთ-ერთ ულამაზეს პარკს წარმოადგენს ამერიკაში,რის გამოც მას “ყვავილოვან უდაბნოს” უწოდებენ და იგი დიდი პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებში.