“Hot Suicide Wings” – “ცხელი სუიციდიალური ფრთები”
“Hot Suicide Wings” - სიტყვა-სიტყვით თარგმანით აღნიშნავს “ცხელ სუიციდიალურ ფრთებს”.ამერიკაში,კერძოდ ჩიკაგოს ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული რობინ როზენბერგი აღნიშნული კერძის გამომგონებელია და შესაბამისად იგი როზენბერგის “საფირმო კერძადაა” ცნობილი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ცხელი სუიციდიალური ფრთები” ერთ-ერთ ყველაზე ცხარე,ქათმის ფრთებისაგან დამზადებულ კერძადაა ცნობილი მსოფლიოში!
იგი იმდენად ცხარეა,რომ სანამ შემკვეთი მას მიირთმევს,აუცილებლად ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს,რომლის თანახმადაც კლიენტის ფიზიოლოგიურად ცუდად გახდომის შემთხვევაში,დაწესებულების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს არ შეიტანს. (ავტორი გენია.ჯი) კერძი დამზადებულია ქათმის ფრთებისა და მსოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკის სახეობის Savina-საგან.ადამიანი,რომელიც აღნიშნულ კერძს შეუკვეთავს უნდა იცოდეს,რომ სერიოზული ფიზიოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოიჩენს თავს.ამიტომ კლიენტის ახლოს ყოველთვის დგანან მიმტანები,რომლებიც პირველად დახმარებას აღმოუჩენენ კერძის მიმრთმევს.ამისათვის მათ მუდმივად თან აქვთ – სმეტანა,შაქრიანი რძე და თეთრი პური.
როგორც კერძის შემქმნელი რობინ როზენბერგი ამბობს,მან აღნიშნული კერძის გამოგონებას რამდენიმე წელი შეალია და იგი გარდა ყველასათვის ცნობილი ინგრედიენტებისა,შეიცავს მის პირად “საიდუმლო” ინგრედიენტებსაც,რომელიც მხოლოდ მან იცის. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ცხელი სუიციდიალური ფრთები” მომხმარებელში პოპულარობით არ სარგებლობს და მისი დაგემოვნება დღემდე მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გაბედა.