“პიჩლეიკის ტბა”

“პიჩლეიკის ტბა” - ინგლისურ ენაზე “Pitch Lake”,თარგმანით აღნიშნავს – ბიტუმის ტბას და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ტბას მსოფლიოში,რომელიც შედგება სუფთა თხევადი ასფალტისაგან.აღნიშნული საოცარი ტბა მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ლა ბრეასთან ახლოს. (ავტორი გენია.ჯი) მისი საერთო ფართობი 40 ჰექტარია,ხოლო მაქსიმალური სიღრმე 80 მეტრი.სპეციალისტების მოსაზრებით “პიჩლეიკის ტბა”-ში თხევადი ასფალტის მარაგები 6 მილიონ ტონად ფასდება.ფაქტიურად,ტბიდან ყოველწლიურად 10 000 ტონა ასფალტს იღებენ და როგორც ვარაუდობენ,ამ ტემპით ტბაში ასფალტის მოპოვების გაგრძელების შემთხვევაში,მისი მარაგი კიდევ 400 წელს არ გამოილევა.”პინჩლეიკის ტბა” მსოფლიოში ყველაზე დიდ რეზერვუარს წარმოადგენს ბუნებრივი ასფალტისა. (ავტორი გენია.ჯი) ტბა აღმოჩენილ იქნა 1595 წელს,ცნობილი ინგლისელი ავანტურისტის,მწერლისა და ისტორიკოსის უოლტერ რილის მიერ.მან იმთავითვე მიხვდა ტბის უნიკალურობას და იმ პერიოდისათვის,ტბაში ამოღებულ ბიტუმს ხის გემების შესაზეთად იყენებდნენ.

ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით,სადაც ტბა არის განთავსებული,ცხოვრობდა ინდიელთა ერთ-ერთი ტომის – ჩიმას ხალხი.მათ ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ,გამართეს დიდი ზეიმი და ლხინი,სადაც უამრავი ფრინველი – კოლიბრი იქნა საკვებად გამოყენებული.ეს მოხდა მაშინ,როდესაც ამავე ხალხის წარმოდგენით – კოლიბრი,ერთგვარად წარმოადგენდა მათი წინაპრების გარდაცვლილთა სულებს.მიუხედავად ამისა ეგზალტირებულმა ჩიმას ხალხმა,დაივიწყა აღნიშნული ფაქტი და გამარჯვების მოპოვების შემდეგ უამრავი კოლიბრი დახოცა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი ღმერთების გაბრაზებისა და ჩიმას ხალხის მაცხოვრებელ ტერიტორიებზე,სასჯელის სახით მოავლინა გასაოცარი ტბა,რომელმაც საბოლოოდ შეიწირა ჩიმას ხალხი.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ასეთივე საოცარი ობიექტები,გარდა ტრინიდადისა,მდებარეობს ვენესუელაში,კალიფორნიის შტატსა და დედამიწის სხვა ადგილებში.