წმინდა მამათა შეგონებანი…
1. ძენო მაღლისანო! რასა იტყვის წინამძღვარი ჩვენი გონება და გამოიღვიძეთ,გამოიღვიძეთ ღრმა ძილისაგან,ეს თვალღია ძილი შემარცხვენელი სიკვდილია კაცისა.გამოიღვიძეთ,ძმანო,რადგან არავითარი ქმნილება არ ემსგავსება ჩვენი გონების სიმაღლეს.სამართალი მოითხოვს,სულიერი თავმოყვარეობა ვიხმაროთ და არა ვიკადროთ უდარესთა მათ პირუტყვთა მიმსგავსება და განვეშოროთ გარეშე სჯულისა გარყვნილს და უპატიოსნო ცხოვრებას.
“წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)”
2. ძმანო ჩემნო,თქვენც მარადის მოელოდეთ სიკვდილს და განეკრძალეთ ეშმაკის მახეებისაგან,რადგან ბოროტი იგი მტერი “უმზირს ბრჭალთა (ფეხის ქუსლი) სულისა ჩვენისათა”, და ვერავინ გაექცევა მათ ხელთაგან,თუ მარხვით,ხორცთა სიწმინდით არ მიიღებს ღვთისაგან ძალას.ამისთვისცა გევედრებით,შვილნო ჩემნო,რათა ყოველ ჟამს მღვიძარე იყოთ და სიწმინდით მსახურებდეთ უფალს.
“წმინდა იოანე ზედაზნელი”
3. ის,ვინც საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა,ვერასოდეს გახდება ღვთაებრივი მადლის სტუმრობის ღირსი.
“წმინდა ლევ ოპტელი” (ავტორი გენია.ჯი)
4. ადამიანი არა მხოლოდ ღვთის ქმნილებაა,არამედ ღვთის ქმნილებათა გვირგვინია.იგი არის ხატი ღვთისა,ხოლო მსგავსებას ღვთისას დიდი სულიერებით,დიდი მოღვაწეობით,რწმენითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია II”
5. სამება არის ერთი ღმერთი.იგი განუყოფელია და მსგავსია მხოლოდ საკუთარი თავისა.არის წმიდა და სრულყოფილი სამება,შეცნობადი მამაში,ძესა და წმიდა სულში,ესაა ერთი ღმერთი,რომელსაც თავის თავში არაფერი აქვს უცხო ან გარედან მიღებული.
“წმინდა ათანასე ალექსანდრიელი” (ავტორი გენია.ჯი)