ჯონ მილტონ ქეიჯი – “ეპიზოდი”
შოტლანდიური წარმომავლობის მქონე,გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორი,მუსიკის თეორიტიკოსი და ფილოსოფოსი - ჯონ მილტონ ქეიჯი (1912-1992 წელბი),გახლდათ პირველი კომპოზიტორი,რომელმაც წარმოადგინა სრულიად ახალი და განსხვავებული სტილის მუსიკა.მისი უმთავრესი შემოქმედება ავანგარდული და ელექტრონული მუსიკა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ,მან ჩააბარა კლერმონში მდებარე Pomona Colege-ში,რომელიც მალევე (1931 წელს) მიატოვა,რის შემდეგაც გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება,უდიდეს ავსტრიული წარმომავლობის მქონე ამერიკელ კომპოზიტორთან – არნოლდ შიონბერგთან.როდესაც იგი მასთან გასაუბრებაზე მივიდა შრიონბერგმა მას ჰკითხა,მიუძღვნიდა თუ არა ქეიჯი მთელს თავის ცხოვრებას მუსიკას.დადებითი პასუხის მიღების შემდგომ,შრიონბერგმა განაცხადა,რომ მისგან გადასახად თანხას არ აიღებდა და უფასოდ აიყვანდა.შედგომში ჯონ მილტონ ქეიჯის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია შრიონბერგის მუსიკალურმა მოღვაწეობამ.მოსწავლესა და მასწავლებელს მათ შორის არაერთი მნიშვნელოვანი საუბარი შემდგარა,რომლებიც მოგვიანებით ქეიჯმა საკუთარ მემუარებში აღწერა.აქვე შემოგთავაზებთ მათი ერთ-ერთი საუბრის საკმაოდ საინტერესო ჩანაწერს:
მას შემდეგ რაც უკვე ორი წელი გავიდა შრიონბერგთან სწავლისა,იგი მეუბნება:
” – იმისათვის,რომ შექმნა მუსიკა,თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ ჰარმონიის სრული შეგრძნება”.
მე ავუხსენი,რომ ასეთი ჰარმონიის შეგრძნების ნატამალიც კი არ გამაჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ მან მითხრა,რომ მთელი ჩემი სამუსიკო კარიერის განმავლობაში,მომიწევდა შეჯახება ისეთ დაბრკოლებებთან,როგორიც იყო ყრუ კედელში ერთი მხრიდან მეორე მხარეს გასვლა.
ჩემი პასუხი ამ შემთხვევაში მისდამი იყო:
” – ასეთ შემთხვევაში,მე მთელ ჩემს სიცოცხლეს მივუძღვნი იმას,რომ თავით გავანგრიო ის ყრუ კედელი,რომელიც დაბრკოლებას შემიქმნის”.