ფილიპ დე რემი – “უხელო”
“უხელო” - ფრანგულ ენაზე “La Manekine”,წარმოადგენს უდიდესი შუასაუკუნეების ფრანგი მწერლის,პოეტისა და სამეფო ჩინოვნიკის - ფილიპ დე რემის (დაახლოებით 1210-1265 წლები) მიერ დაწერილ ცნობილ ფანტასტიურ-სარაინდო ჟანრის,მეტად საინტერესო და ცნობილ რომანს.
რომანის სიუჟეტში ასახულია უნგრეთის ერთ-ერთი მეფე,რომელსაც მისი უსაყვარლესი მეუღლე გარდაეცვლება. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის წინ კი მას მეუღლემ “ანდერძად” დაუბარა,რომ თუკი მეორედ დაქორწინდებოდა,სწორედ ისეთი ქალი შეერთო,როგორიც თავად იყო და ძალიან ემსგავსებოდა ფიზიკურად მას.მიუხედავად უამრავი მცდელობისა,უნგრეთის მეფემ მისი მეუღლის სადარი ქალი ვერ აღმოაჩინა.ერტადერთი კი ვინც მას ჰგავდა საკუთარი ღვიძლი ქალიშვილი – ჟოი გახლდათ.მიუხედავად მეფის საკუთარ თავთან უმძიმესი ომისა,ბარონების “ხელშეწყობით” იგი საბოლოოდ გადაწყვეტს საკუთარ ქალიშვილზე იქორწინოს და საქორწინო ცერემონიალის ბრძანებასაც გასცემს.ჟოი მეფეს დიდ წინააღმდეგობას უწევს და ყველანაირად ცდილობს ეს საშინელი ფაქტი,როგორმე ჩაშალოს.თუმცა “ბოროტი სულისაგან” შეპყრობილი მეფე სასტიკ უარს აცხადებს ქორწინების გადადებაზე.სწორედ ამ დროს უბედური გოგონა ჟოი გადაწყვეტს,რომ ერთადერთი შანსი ამ საშინელი მოვლენისაგან ტავის დაღწევა მისივე სხეულის დასახიჩრებაა და საკუთარ ხელს ცულის მეშვეობით იკვეთს.ამით განრისხებული მეფე გადაწყვეტს მასზე შურისძიებას და მისივე ბრძანებით,ისედაც განადგურებულ გოგონას ნავზე დასვამენ და ბედის ანაბარა მდინარეში ტოვებენ.ჟოის მოჭრილ ხელს კი ზღვაში აგდებენ.მიუხედავად უდიდესი განსაცდელისა ჟოი ახერხებს ნავის სასუალებით შოტლანდიაში ჩაცურვას,სადაც იგი ქორწინდება ადგილობრივ მეფეზე,მიუხედავად მეფის დედის უდიდესი წინააღმდეგობისა.როდესაც მეფე სასახლიდან რეგიონში იყო გასული,დედამისის ბრძანების საფუძველზე,უბედურ გოგონას კვლავ ნავზე სვამენ და ბედის ანაბარა ტოვებენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში ჟოის ნავი იტალიის სანაპიროებზე გაირიყა,რის სემდეგადაც იგი რომში ჩავიდა.შოტლანდიის მეფე სასახლეში დაბრუნების შემდგომ უკუდურესად გაბრაზდა და მეუღლის ძებნა დაიწყო.ძებნამ კი შედეგი 7 წლის შემდეგ მოიტანა და მათ ერთმანეთი მოძებნეს.სწორედ ამ დროს ხდება სასწაული და გოგონას მოჭრილ ხელს სრულიად უვნებელს პოულობენ ადგილობრივი მეზღვაურები,დაჭერილი უზარმაზარი ზუთხის სხეულში.ამის შემდგომ საზეიმოთ ეკლესიისა და პირადად პაპის ლოცვა-კურთხევის შედეგად ჟოას მოჭრილ ხელზე,კვლავ ჩვეულებრივი ხელი ჩნდება.ამის შემდგომ ჟოა მეუღლესთან ერთად საბოლოოდ პოულობს საკუთარ ბედნიერებას.