“კოლუმბარიუმი”

“კოლუმბარიუმი” - ინგლისურ ენაზე “Columbarium”,თავდაპირველი მნიშვნელობით აღნიშნავდა – სამტრედეს,რადგან იგი წარმოდგებოდა ლათინიზირებული სახელიდან columba,რაც თარგმანით – მტრედს ნიშნავს.თანამედროვე გაგებით “კოლუმბარიუმი” წარმოადგენს სათავსს,სადაც ინახება კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის შემცველი ურნები. (ავტორი გენია.ჯი) პირველი “კოლუმბარიუმები” აგებულ იქნა ძველ რომში და ისინი წარმოადგენდნენ სპეციალურ ნაგებობეს,რომლებშიც განლაგებული იყო ნახევრად წრიული ფორმების მქონე ნიშები.ერთ-ერთი უძველესი “კოლუმბარიუმი” აგებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობისას და იგი აღმოჩენილ იქნა 1726 წელს,რომთან ახლოს,ვია აპიას რომაულ სამხედრო გზაზე. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელობაში “კოლუმბარიუმები” ძირითადად იგება სასაფლაოებზე და კრემატორიუმებთან ახლოს და იქ ადამიანები ინახავენ სპეციალურ ურნებში გარდაცვლილი ახლობლების ფერფლს.