“კანოპა”

“კანოპა” - ინგლისურ ენაზე “Canopic jiar”,უძველესი ხანის ეგვიპტეში წარმოადგენდა სარიტუალო ჭურჭელს,რომელშიც ინახავდნენ იმ ადამიანთა შინაგან ორგანოებს,რომელთაც მუმიციფირება უტარდებოდათ.ძველი ეგვიპტელები გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების ამოღების შემდგომ,მათ რეცხავდნენ და და დებდნენ ბალზამში,რომელიც სპეციალურად ძველეგვიპტური ქალაქიდან – კანობიდან ჩამოჰქონდათ.ამის შემდგომ კი მათ “კანოპში” ალაგებდნენ.უძველესი “კანოპები” აღმოჩენილ იქნა ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს,დისა და მეუღლის – ჰეტეხერესის საფლავის გახსნისას.ყოველი მუმიის ორგანოებისათვის ოთხი “კანოპა” გამოიყენებოდა. (ავტორი გენია.ჯი) “კანოპის” სახურავებზე კი ყოველთვის გამოსახული იყო ოთხი ღვთაების თავი: ჰაპი (რომელიც პავიანის სახით იყო წარმოდგენილი),დუამუტეფი (ტურის),კვებეჰსენუფი (შევარდენის) და ამსეტი (ადამიანის).თითოეულ ასეთ გამოსახულებიანი “კანოპი” განსაზღვრული ადამიანის სხვადასხვა ორგანოებისათვის.მაგალითად: ამსეტში ინახებოდა – ღვიძლი,დუამუტეფში – კუჭი,კვებეჰსენუფში – ნაწლავები და ჰაპში – ფილტვები.მსობლიოში ცნობილი “მიცვალებლთა წიგნის” მე-17 თავში ამსეტი და მისი სამივე ძმა,თავდაპირველად ასტრალურ ღვთაებებად მიიჩნეოდნენ და განიხილებოდნენ “დიდი დათვის თანავარსკვლავედის” თანამგზავრებად. (ავტორი გენია.ჯი) თავად “კანოპები” კი მოთავსებული გახლდნენ სპეციალურ ყუთებში,რომლებზეც რელიეფური სახით იყვნენ გამოსახულნი შემდეგი ძველეგვიპტური მფარველი ღვთაებები: ისიდა,ნეფტიდა,მუტი და ნეიტი.დღესდღეობით “კანოპას” მრავალი ნიმუში წარმოდგენილია,არა მარტო ეგვიპტის მუზეუმებში,არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშიც,მათ შორის ბრიტანეთის უნიკალურ მუზეუმში.