ჯორჯ კეიტ ბეტჩელორი
ჯორჯ კეიტ ბეტჩელორი დაიბადა 1920 წლის 8 მარტს,ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში მელბურნში.იგი წარმოადგენდა ავსტრალიური წარმომავლობის მქონე უდიდეს ინგლისელ მეცნიერს,გამოყენებით მათემატიკასა და ჰიდროდინამიკაში.ჯორჯი მრავალი წლის მანძილზე გახლდათ,მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო “ცოდნის ტაძრის” – კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ამავე უნივერსიტეტში გამოთვლითი მათემატიკისა და თეორიტიკული ფიზიკის კათედრების დაარსება,რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი) უმაღლესი მათემატიკური და ფიზიკური განათლება მელბურნის უნივერსიტეტში მიიღო.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა ავსტრალიურ აერონავტიკაში,სადაც აქტიურად იყო დაკავებული საავიაციო ძრავების პრობლემების ლაბორატორიული კვლევებით.მისმა ჩატარებულმა კვლევებმა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.მალევე მან მეცნიერული მიმოწერა გააჩაღა,ცნობილ ინგლისელ ექსპერტთან – სერ ჯეფრი ინგრამ ტეილორთან,რომელმაც ბეტჩელორისამუსაოდ მიიწვია კემბრიჯში მდებარე “კავენდიშის ლაბორატორიაში”,სადაც თავად ტეილორი მუშაობდა.მიღება ჯორჯმა მიიღო და მას შემდეგ იგი ტეილორტან ერთად მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ტურბულენტური ნაკადების შესწავლაზე.ბეტჩელორის მიერ 1967 წელს შექმნილი მეცნიერული მონოგრაფია დინამიკის შესახებ,დღემდე მიიჩნევა ყველაზე საუკეთესო და კლასიკურ მეცნიერულ ნაშრომად ამ მეცნიერებაში.1956 წელს მან დაარსა სამეცნიერო ჟურნალი – “Journal of Fluid Mechanics”,რომელსაც იგი მტელი ორმოცი წლის მანძილზე რედაქტორობდა.1957 წელს კი ბეტჩელორი ლონდონის სამეფო აკადემიის წევრი ხდება. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი 1959 წელს არჩეულ იქნა ამერიკის მეცნიერების აკადემიის წევრადაც.ჯორჯ კეიტ ბეტჩელორი გარდაიცვალა 2000 წლის 30 მარტს,ინგლისის ქალაქ კემბრიჯში.