პიერო დი კოზიმო
პიერო დი კოზიმო - დაიბადა 1462 წლის 2 იანვარს,იტალიის ულამაზეს ქალაქ-მუზეუმში ფლორენციაში.იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ მხატვარს ფლორენციული სკოლისა და მოსწავლეს,ისეთი გენიალური მხატვრისა,როგორიც გახლდათ – კოზიმო როსელი.მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს დიდმა იტალიელმა მხატვრებმა – ლეონარდო და ვინჩიმ,ფილიპინო ლიპიმ და დიდმა ფლამანდრიელმა მხატვარმა – ჰუგო ვან დერ გუსმა.1482-1484 წლებში პიერო დი კოზიმო მუშაობდა რომში,რა დროსაც იგი დიდ დახმარებას უწევდა მისსავე მასწავლებელს კოზიმო როსელის,ვატიკანში მდებარე რომის პაპის რეზიდენციის “სიქსტეს კაპელას” მოხატვაში.მისი სამხატვრო ტექნიკა აღებული ჰქონდა დიდი ნიდერლანდელი მხატვრებისაგან.იგი განუმეორებელი ოსტატობით ხატავდა და გამოსახავდა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს.მე-XV საუკუნის დასაწყისისათვის ძლიერ მოიხიბლა მისტიური თემატიკით და აღსანისნავია ის გარემოება,რომ მისი ფანტაზიის უნარი ძალიან დიდი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ პიერო დი კოზიმო იშვიათად ხვდებოდა ოფიციალურ წრეებში და შესაბამისად იგი არანაირად არ იყო დაკავშირებული იმ პერიოდისათვის ფლორენციის ყველაზე გავლენიან – მედიჩების გვართან.პიერო საკმაოდ ხშირად ხატავდა სურათებს შეკვეთით და შესაბამის გასამრჯელოსაც იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) მის ცნობილ სურათებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს,შემდეგი ტილოები – “მარსი და ვენერა”,”სიმონეტა ვესპუჩის პორტრეტი”,”პროკრიდეს სიკვდილი” და სხვა ნამუშევრები.პიერო დი კოზიმო გარდაიცვალა 1522 წლის 12 აპრილს მის მშობლიურ ქალაქში – ფლორენციაში.
პიერო დი კოზიმოს შემოქმედება