გუსტავ კლიმტი – “ქალის სამი ასაკი”
“ქალის სამი ასაკი” - წარმოადგენს გენიალური ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრისა და ვენის არტ-ნუვოს მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის - გუსტავ კლიმტის (1862-1918 წლები) დიდებულ ნამუშევარს,რომელიც მხატვრის მიერ დახატულ იქნა 1905 წელს,ზეთის საღებავით ტილოზე.სურათის სიმაღლე 180 სანტიმეტრია,ისევე,როგორც მისი სიგანე. (ავტორი გენია.ჯი) 1908 წელს აღნიშნული ტილო,გუსტავ კლიმტის სხვა 15 ტილოსთან ერთად ექსპორინილებულ იქნა გამოფენაზე,სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ იგი შესყიდულ იქნა “რომის თანამედროვე ხელოვნების გალერეის” მიერ.სურათზე ერთგვარად არის სიმბოლიზირებული “სიცოცხლის მიმოქცევა”,რომელი მოტივიც დამახასიათებელია მხატვრის მთელი შემოქმედებისათვის.სურათზე უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობით არის გამოსახული სტილისტური კონტრასტი სამი სხვადასხვა ასაკის მანდილოსნისა – ბავშვის (რომელიც ახალგაზრდა გოგონას ხელში ჰყავს აყვანილი),ახალგაზრდა გოგონასი და ხანდაზმული მანდილოსნისა.2003 წელს იტალიაში გამოშვებულ იქნა სამახსოვრო “ოქროს მონეტა” 50 ევროს ნომინალის ღირებულების, (ავტორი გენია.ჯი) რომელზეც გამოსახულია გუსტავ კლიმტის დიდებული სურათის ფრაგმენტი “ქალის სამი ასაკი”-დან.დღესდღეობით ტილო დაცულია იტალიის დედაქალქ რომის “თანამედროვე ხელოვნების გალერეაში”.