კონსტანტინე გამსახურდია – “ეპიზოდი”
უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - კონსტანტინე გამსახურდია,1931 წელს მწერალთა ფედერაციის წევრების მიერ,ამავე ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გაირიცხა.მისი გარიცხვის მართლაც “სამარცხვინო” ოქმში კი ვკითხულობთ:
“კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია,როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი,რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის,შოვინიზმისა და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად. (ავტორი გენია.ჯი) თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საზოგადოების ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა… პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნასრომებს აქვეყნებს და თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.