გერონტი ქიქოძე – “ლავრენტი ბერიას შესახებ”

“ისეთი კაცის მემკვიდრეობის მიღება,როგორიც სტალინი იყო,ყოველმხრივ ძნელია.მან თავის მიმდევრებს დაუტოვა მძიმე ტვირთი,რომელიც ისევე ძნელი ასაწევია,როგორც სტალინისთვის ლენინის მემკვიდრეობის აწევა იყო…

სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიამ,როგორც ეტყობა,წარმოიდგინა,რომ რაკი დიდი ჯავშნოსანი გემი,რომელზეც მისი პატარა კატარღა იყო მიბმული,ჩაიძირა,მას შეეძლო მთელი ფლოტის ადმირალი გამხდარიყო და ის ნავსადგურში შეეყვანა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ მან ანგარიში არ გაუწია ზოგიერთ ახალ მძლავრ პოლიტიკურ და მორალურ ფაქტორს.ამ ფაქტორთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რუსების ეროვნული სიამაყის გრძნობის გაძლიერება II მსოფლიო ომის მოგების შემდეგ.რუსები,რომლებიც სტალინს მის სიცოცხლეში ლენინის უახლოეს მეგობრად მიიჩნევდა და თითქმის არც კი გრძნობდა მის არარუსულ წარმოშობას,ბერიას არასოდეს აპატიებდა არც ლენინის გზიდან გადახვევას და არ მის მკვეთრ ქართულ-მეგრულ აქცენტს.

რადგანაც ბერიას არც ფართო შემოქმედებითი ჭკუა ჰქონდა და არც ზნეობრივი ავტორიტეტი,თუ ის შემთხვევით ხელისუფლების სატავეში მოექცეოდა,მოსალოდნელი იყო,რომ დაიწყებოდა სამოქალაქო ომი,რომელიც,ალბათ,საბედისწეროდ დამთავრდებოდა ქართველი ერისათვის, (ავტორი გენია.ჯი) ვინაიდან მას პასუხს აგებინებდნენ ბერიას ავანტურისათვის.როგორც ცნობილია,ეს ავანტურა ტრაგიკულად დამთავრდა თვით ლავრენტი ბერიასათვის.