ჩან კაიში – „ეპიზოდი”
ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებლის სუნ იატსენის ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი და გომინდანის თავჯდომარე ჩან კაიში (1887-1975 წლები), რომელიც ასევე გახლდათ ჩინეთის გენერალსიმუსი და ქვეყნის პრეზიდენტი (1927-1949; 1950-1975 წლებში), მაო ძედუნის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს წარმოადგენდა. ცნობილია ისიც,რომ იგი საკმაოდ ერუდირებული ადამიანი იყო.როგორც შემდგომში მისი უფროსი ვაჟი ძიან ძინგო იხსენებდა, (ავტორი გენია.ჯი) მამის განსაკუთრებულმა პრინციპებმა,ბავშვობიდანვე ადამიანის – “პიროვნებად” ჩამოყალიბების საკითხებში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.კერძოდ ჩან კაიში ადამიანის – პიროვნებად ჩამოყალიბების უმთავრეს პრინციპად შემდეგ თეზისებს მიიჩნევდა:
„მოზარდი გარემოს უნდა შეეთვისოს, ამასთან გარემოებას კი არ უნდა მისცეს მისი გამოყენების საშუალება, არამედ თავად უნდა გამოიყენოს იგი; ახალგაზრდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყოყოჩდეს და ზედმეტად არ უნდა იამაყოს საკუთარი თავით; ძველ წიგნებში წერია: იყავით თავმდაბალნი და ისაზრდოეთ იმით, რაშიც აზრია; ნურავის იმედი ნუ გექნებათ; უცხო ადამიანის დახმარების იმედად ყოფნას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სულისა და სხეულის შერყვნამდე მიჰყავს ადამიანი, რადგან ასეთ დროს ძნელია, უპატიოსნო საქციელს აარიდო თავი; უნდა შეძლოთ და სუფთა ხელებით დაიწყოთ ცხოვრება…” – (ავტორი გენია.ჯი)