“პედაგოგი”
“პედაგოგი” - ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “ბავშვის წამყვანს” აღნიშნავს.უძველეს ეპოქაში ძველ საბერძნეთში,პედაგოგი წარმოადგენდა იმ მონას,რომელსაც ევალებოდა და მინდობილი ჰყავდა ექვს წლამდე ასაკის მდიდარი ოჯახის შვილი.გარდა იმისა,რომ პედაგოგს მასზე მინდობილი ბავშვი სკოლაში უნდა წაეყვანა,მასვე ევალებოდა ბავშვი დაეცვა ყოველგვარი საფრთხისაგან,მათ შორის ფიზიკური და ზნეობრივი საფრთხეებისგან. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პედაგოგები ვალდებული იყვნენ ელემენტარული განათლება მაინც ჰქონოდათ მიღებული.პედაგოგებად ესა თუ ის მდიდარი ოჯახი,არჩევდა ისეთ მონას,რომლებიც გარდა ზემოთ აღნიშნული ფუნქციებისა,სხვა ფუნქციების შესრულებას ვერ შეძლებდა.ასეთ მონებს ძველ საბერძნეთში ძირითადად თრაკიელები ან აზიელები შეადგენდნენ.
“რომის რესპუბლიკის” დასასრულს,პედაგოგების აყვანის ჩვეულებამ საბერძნეთიდან რომაულ ოჯახებშიც გაიდგა ფესვი,თუმცა პედაგოგების ფუნქცია თავდაპირველად ბავშვისათვის ბერძნული ენის შესწავლით შეომიფარგლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ძველ რომში – ძველი საბრძნეთისაგან განსხვავებიღ,გარდა მამაკაცი-პედაგოგებისა,არსებობდნენ ქალი-პედაგოგებიც.რომის იმპერიის პერიოდში პედაგოგებად ასევე მოიხსენიებდნენ იმ მონებს,რომლებსაც ახლად შეძენილი ახალგაზდრა მონებისათვის,უნდა ესწავლებინათ ყოველივე ფუნქცია,რაც მათ ეკისრებოდათ მონური სამსახურისათვის.ასეთ მასწავლებელ-მონებს – “capiliati”-ის უწოდებდნენ,ხოლო სადაც თავად ცხოვრობდნენ,იმ ადგილს – “pedagogium”-ს.
შემდგომ საუკუნეებში სიტყვა “პედაგოგი” უდიდესი დანიშნულების მქონე სიტყვად იქცა და იგი ერთგვარად ასოცირდება მაღალი ზნეობისა დიდი ინტელექტის მქონე ადამიანთან,რომლებზეც დამოკიდებულია მომავალი თაობების ღირსეული აღზრდა.