„გლობალიზაციის” შესახებ…
„გლობალიზაცია” - წარმოადგენს თანამედროვე ტერმინს, რომელიც ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში. იგი გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობის და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. გარდა ამისა,„გლობალიზაცია” ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულების ზრდის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი) საერთაშორისო ურთიერთობების და გლობალიზაციის ურთიერთმიმართებაზე საინტერესო თეზისები აქვს წამოყენებული ცნობილ ჰარვარდელ პროფესორს – ერნსტ ჰოფმანს. ჰოფმანის აზრით, 90-იან წლებში დომინირებდა შეტაკება სახელმწიფოების და სახელმწიფოთა სისტემის ფრაგმენტაციას და მზარდ გლობალიზაციას ანუ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ინტეგრაციას შორის. სწორედ ამის გამო წინა ათწლეულებში მრავლად წარმოიშვა თეორიები, რომლებიც საუბრობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებზე გლობალიზაციის გავლენაზე.
1990-იან წლებში წარმოიშვა რამდენიმე თეორია, რომელიც საუბრობდა გლობალიზაციის შედეგებზე მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
პირველ რიგში აღსანიშნავია, ფრენსის ფუკუიამა და მისი თეზისი ისტორიის დასასრულის შესახებ, სადაც ავტორმა იწინასწარმეტყველა იდეოლოგიური კონფლიქტების აღმოფხვრა და პოლიტიკური და ეკონომიკური ლიბერალიზმის მთელს მსოფლიოში გავრცელება, რაც მსოფლიოში კონფლიქტების გაუჩინარების საწინდრად მიიჩნია.
მეორე მხრივ, ფუკუიამას სტატიის საპასუხოდ სემუელ ჰანთიგტონმა თავის ნაშრომში „ცივილიზაციათა შეჯახება” ხაზი გაუსვა ცივილიზაციებს შორის დაპირისპირების გარდუვალობას და მომავალი კონფლიქტების კერებად ცივილიზაციებს შორის გამყოფი ხაზები მიიჩნია. ჰანთინგტონი ვარაუდობდა, რომ მსგავსი კულტურის,ენის და ცივილიზაციური კუთვნილების სახელმწიფოები გაერთიანდებოდნენ ცივილიზაციის ნიშნის ქვეშ და დაუპირისპირდებოდნენ სხვა ცივილიზაციებს, რასაც მსოფლიოში ახალი ტიპის კონფლიქტები მოყვებოდა. ეს კი თავისთავად გამოიწვევდა „ძალთა წონასწორობის პრინციპების” დარღვევას. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად სუსტი სახელმწიფოები მსხვერპლი გახდებოდნენ გლობალიზაციისა, რაც თავისთავად დაუნდობელი პრინციპი იყო. მიუხედავად ამისა, ჰანთინგტონმა ვერ მოახერხა ცივილიზაციის ზუსტი განსაზღვრა და გადამეტებით დიდი როლი მიანიჭა რელიგიას. არ გაითვალისწინა რა, რომ არადასავლური ელიტები ხშირად ივიწყებენ რელიგიას და ვესტერნიზებული და საერო მეთოდებით მართავენ სახელმწიფოს. მან ასევე ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ მიმდინარეობდა დაპირისპირებები თავად ცივილიზაციებს შიგნით.
ჰოფმანი ასევე აღნიშნავს სხვა მოდელებს. რეალისტებს ისევ სჯერათ, რომ მსოფლიოში არაფერი შეცვლილა თუკიდიდეს დროიდან, და რომ სახელმწიფო ისევ აკონტროლებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ამ მოდელის უდავო სისუსტე ისაა, რომ იგი ვერ ახერხებს ცვლილებების, უფრო ზუსტად კი გლობალიზაციის ინტეგრირებას თავის რეალობაში. ამ თეორიის მიხედვით ასევე უგულებელყოფილია ის, რასაც რაიმონ არონი „სამყაროს ცნობიერების ნაწილს” უწოდებს. ეს, მისი აზრით, დღეისათვის სახელმწიფოების უმეტესი ნაწილისათვის ღირებულებას წარმოადგენს.
ასევე, არიან მეცნიერები, რომელთაც დღევანდელი მსოფლიო გლობალიზაციის ტრიუმფის ასპარეზად მიაჩნიათ. ამ მეცნიერებს შორის აღსანიშნავია „ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტი – ტომას ფრიდმანი, რომლის აზრით გლობალიზაცია არის დღევანდელი ეპოქის გადამრჩენელი, რადგან მას აუცილებლად მოაქვს მშვიდობა და დემოკრატია. ომი გლობალიზაციის უპირველესი ხელშემშლელი ფაქტორია და შესაბამისად ხელს უშლის პროგრესსაც, ხოლო ახალი ტექნოლოგიები ხელს უწყობს ინდივიდუალურ ავტონომიას და ინიციატივებს, რაც დემოკრატიის უპირველესი მამოძრავებელია.
ჰოფმანის აზრით გლობალიზაცია მთლად ვარდისფერი არ არის, როგორც ეს ფრიდმანს წარმოუდგენია. მისი აზრით გლობალიზაციას აქვს სამი ფორმა, რომელთაგან თითოეულს თავისი პრობლემები გააჩნია. პირველ რიგში ესაა ეკონომიკური გლობალიზაცია, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ, საინფორმაციო, სავაჭრო და სხვა სახის უკანასკნელი დროის აქტივობასთან. კაპიტალიზმის ასეთი ზრდა წარმოშობს მნიშვნელოვან დილემას ეფექურობას და სამართლიანობას შორის. შესაბამისად, ეკონომიკური გლობალიზაცია, გარდა სიეკთის მოტანისა, ქვეყნებს შორის მზარდი უთანასწორობის გამოწვევაცაა.
კულტურული გლობალიზაცია, ჰოფმანის აზრით,ტექნოლოგიური პროგრესის და ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგია. აქ დილემა დგას უნიფორმიზაციას და მრავალგვარობას შორის. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად ხდება მსოფლიოს დანაწევრებაც (disenchantment of the world – Webber) და ერთგვაროვნების წინააღმდეგი რეაქციის წარმოშობაც. უკანასკნელის დასტურია ადგილობრივი კულტურების რენესანსი და ადგილობრივი ენების აღორძინება, ასევე დასავლეთის კულტურის წინაარმდეგ მომართული გალაშქრებები.
მესამე ფორმა, ჰოფმანის აზრით, არის პოლიტიკური გლობალიზაცია, რომელიც წინა ორი გლობალიზაციის პროდუქტია. აქ გამოირჩევა ამერიკის პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკის დომინირება, ასევე, არასახელმწიფო ინსტიტუტების მომრავლება და გააქტიურება მსოფლიო ასპარეზზე. ჰოფმანის აზრით გლობალიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მომენტი:
1. გლობალიზაცია არის ამერიკული ნაწარმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული;
2. გლობალიზაცია არ არის ყოვლისმომცველი, რადგან მასში არ მონაწილეობს უამრავი პატარა ღარიბი ქვეყანა. ბაზრები არ არის ინტეგრირებული;
3. საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების იდეა მხოლოდ ემბრიონულ ფორმაშია. არასამთავროები ხშირად მთავრობების წანაზარდებს წარმოადგენენ;
4. ინდივიდუალური ემანსიპაცია არ არის აუცილებელი ტანსარტი დემოკრატიზაციის გზაზე მყოფ რეჟიმებში. ასევე საერტაშორისო ინსტიტუტები ხშირად მიკერძოებულნი არიან, რაც ხელს უშლის ემანსიპაციას და დემოკრატიზაციას;
5. ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ბარიერების მოშლის შედეგად საკმაოდ საეჭვო იდეაა. ჰოფმანის აზრით,გლობალიზაცია მხოლოდ სხვადასხვა ტექნიკების (აუდიო, ინტერნეტი, კომუნიკაციები და სხვა) ჯამია, რომლებიც სახელმწიფოების და კერძო სექტორის ხელშია. (ავტორი გენია.ჯი) ეს აქტიორები კი მოძრაობენ საკუთარი ინტერესების და იდეოლოგიის ძახილით და არა ჰუმანიტარული მოსაზრებებით. მათი ქმედებები არსებითად განსხვავდება გლობალიზაციის იმ ხედვისაგან, რომელიც გლობალიზაციას აღიქვამს, როგორც განმანათლებლურ ფენომენს, რომელიც ერთდროულად მეცნიერული, რაციონალური და უნივერსალურია.