ჰერმან ვილჰელმ გერინგი – “ეპიზოდი”

ნაცისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლების (Luftfahrt) ხელმძღვანელის და ადოლფ ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი პირის - ჰერმან ვილჰელმ გერინგისათვის (1893-1946 წლები), – მორალი,ზნეობა,სინდისი და პატიოსნება საერთოდ შეუცნობელ ცნებებს წარმოადეგნდა.მას არ ესმოდა უმთავრესი შეგონება:

” – პატიოსნება უსიტყვოდაც მეტყველებს!..

იგი პატიოსნების შესახებ ამბობდა:

“- რა ჯანდაბას ნიშნავს ეს “პატიოსნება? ან პატიოსანი სიტყვა?! ამაზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ,თუ რამე საქონელზე ურიგდებით ვინმეს.მაგრამ როცა ერის ინტერესებზეა ლაპარაკი,ვის რა ოხრობად უნდა ეგ თქვენი პატიოსნება?!”

იმ ამაზრზენ გამონათქვამებს,შორის რომელიც გერინგმა გამოთქვა ალბათ ყურადღების მისაქცევია შემდეგი მისი მოსაზრებაც:

” – მე არ მესმის: გერმანელი,რომელიც ერთ ნატეხ პურს ჭამს,რატომ უნდა იტანჯებოდეს სინდისის ქენჯნით,რომ ეს პური მოპოვებული გვაქვს მახვილით. (ავტორი გენია.ჯი) როცა ვინმე კანადის პურს ჭამს,ხომ არ იტანჯება იმაზე ფიქრით,რომ იმ ქვეყნებიდან განდევნილ იქნენ ინდიელები?!”

ჰერმან გერინგის ეკონომიკურ-პოლიტიკურ ხედვას მისი შემდეგი სიტყვებიც კარგად ასახავენ:

“ჩვენი მთავარი მიზანია,მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სურსათი და ნავთი! ან უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ: ჩვენ უნდა ვძარცვოთ და ვძარცვოთ,რაც შეიძლება მეტად ეფექტურად. (ავტორი გენია.ჯი) არ მესმის რატომ უნდა ვიზრუნო სხვების კეთილდღეობაზე.გააკეთონ ის,რაც უნდათ,როგორც უნდათ,და თვითონაც გამდიდრდენმე მინდა ლომები,რომელთაც ყველაფრის უფლებას ვაძლევ.აკეთონ ის რაც მათ სურთ და როგორც სურთ.აბა ჩემი ჯარისკაცები იმ დედაკაცებს ხომ არ დაემგვანებიან,რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ეკლესიის კართან,რომ არიან ატუზულები.ღმერთმა იცის,რომ ჩემი ბიჭები ანგელოზები არ არიან!”

როდესაც “ნიურნბერგის სასამართლო პროცესი” მიმდინარეობდა ჰერმან გერინგმა განაცხადა,რომ მის გამოთქმებს ყოველთვის აკლდა “სალონური სინატიფე”.თუმცა იმ ადამიანისაგან,რომელიც აცხადებდა: “მე არა მაქვს სინდისი,ჩემი სინდისი ადოლფ ჰიტლერიაო”, ალბათ გასაკვირიც არაფერი იქნება…