იოანე პავლე II – “ეპიზოდი”

რომის რიგით 264-ე რომის პაპი (1978-2005 წლებში) - იოანე პავლე II(ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა),რომელიც მისმა შემდგომმა პაპმა ბენედიქტე XVI-მ ნეტარად შერაცხა,დიდად მოწადინებული გახლდათ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ურთიერთობების დარეგულირება-გაუმჯობესებისათვის.ამ მიზნით მან არაერთი კონკრეტული და გასაოცარი ნაბიჯებიც კი გადადგა.სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ 2001 წელს იოანე პავლე II ვიზიტით ეწვია,ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მქონე მუსულმანურ ქვეყანას სირიას.სწორედ ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს შედგა ის გასაოცარი ფაქტი, (ავტორი გენია.ჯი) რაც მანამდე არც ერთ რომის პაპს არ გადაუდგამს და რომელმაც იმ პერიოდის მსოფლიო პრესა მოიცვა.კერძოდ,სირიის დედაქალაქ დამასკოში ვიზიტისას იოანე პავლე II ეწვია “ომაიდთა მეჩეთს”,სადაც ილოცა და ლოცვის დასრულებისას მუსულმანთა წმინდა წიგნს “ყურანსაც” კი ეამბორა (ზემოთ სურათზე დაფიქსირებული ისტორიული ფაქტი).ამ მოვლენით რომის 264-ე პაპი – იოანე პავლე II,ისტორიაში შევიდა,როგორც პირველი რომის პაპი,რომელმაც მეჩეთში მოილოცა და ლოცვის დასასრულს მუსულმანთა წმინდა წიგნს – “ყურანსაც” ეამბორა. (ავტორი გენია.ჯი)