“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „მთავარი ის კი არ არის, რას საუბრობენ ჩემს შესახებ ზურგს უკან, არამედ ის, რომ, როდესაც მათკენ მოვბრუნდები – ყველა გაჩუმებულია”.
* * *
2. „მამაკაცისათვის ცხოვრებაში სამი რამ არის აუცილებელი: ააგოს სახლი, დარგოს ხე და ჰყავდეს შვილი… თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ააგებს სახლს – მისთვის სულერთია ვინ დაგვის მას; მას შემდეგ რაც დარგავს ხეს – სულერთია ვინ მორწყავს მას და მას შემდეგ, რაც ეყოლება შვილი – სულერთია ვინ აღზრდის მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „კარგია, როდესაც ადამიანს ორი ან მეტი სამსახური აქვს! შესაბამისად მას მეტი ფულიც რჩება! თუმცა არა იმიტომ რომ მას ბევრს უხდიან, არამედ იმიტომ, რომ მის დასახარჯად დრო აღარ რჩება”.
* * *
4. „ეტყობა ღმერთს ძალიან უყვარს ღარიბი და სულელი ადამიანები, თორემ ასე ბევრს ის ნამდვილად არ შექმნიდა მათ დედამიწაზე”.
* * *
5. „მე მომანიჭეს “ოქროს მედალი” სკოლის დამთავრებისას. მედალზე კი გამოკვეთილად ეწერა: “დიდი მადლობა იმისათვის, რომ დათანხმდი სკოლიდან წასვლას უკვე მერვე კლასში”. (ავტორი გენია.ჯი)