“ლეგენდა ნეკრესის შესახებ”
ქართველი ერი,ისევე როგორც სხვა ერის წარმომადგენლები,ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ ტაძრებში შესაწირად ყოველთვის იყენებდნენ ძროხას,ფრინველსა და ცხვარს.აღნიშნული აქტი უფლისადმი ერთგვარი მადლიერების გამოხატვის ფორმა გახლდათ და გახლავთ დღესაც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ქრისტიანულ ტაძარში,მრევლს არასოდეს მიჰყავდა და მიჰყავს შესაწირად – ღორი (ტახი). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ჩვენს ქვეყანაში სხვა დიდებულ ტაძრებთან,ქალაქებთან და მონასტრებთან ერთად არსებობს განუმეორებელი (თუმცა გამონაკლისი) ლეგენდად ქცეული ქართული ნაქალაქარი – “ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის” ჩათვლით (აგებული მე-VI საუკუნეში,კახეთში),სადაც დღემდე მიმდინარეობს მრევლის მიერ ღორის შეწირვა.აღნიშნულ ფაქტს კი უმთავრესად ერთ-ერთი ხალხური გადმოცემა უდევს საფუძვლად:
“მაჰმადიან თათრებს ერთი სასტიკი და პირსისხლიანი მეფე ჰყოლიათ,სახელად – შაურბაზი.მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და როდესაც ჯერი საქართველოს ულამაზეს კუთხეზე – კახეთზე მიდგა,შემდრკალი მშვიდობიანი მოსახლეობა მთაში გაიხიზნა და იქიდან ებრძოდა მტარვალ დამპყრობელს.ცნობილია ისიც,რომ ახლომახლო სოფლების მაცხოვრებელი ხალხი ნეკრესის სამლოცველოს აფარებდა თავს.დამპყრობელმა მონასტერს ალყა შემოარტყა.საშველი,რომ არსაიდან ჩანდა,სწორედ ამ დროს მტრისგან გარემოცულმა ქართველებმა საკმაოდ ორიგინალურ და საინტერესო ხერხს მიმართეს: თათრებს,ისევე როგორც ნებისმიერ მუსულმანს,ღორი დასანახადაც კი ეზიზღებოდათ,შესაბამისად ეშინოდათ კიდეც მისი.მანამდე კი კახელმა გონიერმა გლეხებმა ნეკრესში თავისი სარჩო-საბადებელი გახიზნეს,მათ შორის ღორებიც. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც ტაძრის ეზოში ბევრი ტახი იყო დამწყვდეული.გონიერმა ქართველებმა ღორები აშიმშილეს და თავდამსხმელ თათრებს ერთბაშად შეუსიეს.ალბათ ყველას წარმოგვიდგენია თუ რა დაემართებოდათ ყიზილბაშებს მათი კოლტის დანახვაზე.ამის შემხედვარე მტერმა ნეკრესს ალყა მოხსნა და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა ნეკრესის მიდამოებიდან.მას შემდეგ ქართველთა უძვირფასეს საუნჯეში - ნეკრესში,”ღორის შეწირვა” ჩვეულებად იქცა და დღემდე ასე გრძელდება.
P.S. ნეკრესის დიდებული სამონასტრო კომპლექსი,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის “მამაი ჩვენი” ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით,აღდგენილ იქნა და იგი დღემდე ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს ქართველი ერისა. (ავტორი გენია.ჯი)