“გერმანული პროპაგანტისტული ფურცლები საქართველოში”
“ქართველებო!
უკვე დიდი ხანია გერმანული არმიის რიგებში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ თქვენი ძმები – ქართველი მოხალისეები იბრძვიან.მალე ისინი თავის სამშობლოში დაბრუნდებიან ქართული ეროვნული დროშის ქვეშ ძლევამოსილ გერმანულ ჯარებთან.
ჩვენ თქვენს წინააღმდეგ აღარ ვიბრძვით,მაგრამ ვიბრძვით საბჭოთა რუსეთის მონობისაგან თქვენი განთავისულებისათვის!
ჩვენ გპირდებით: კოლმეურნეობების განადგურებას,თქვენი ადათ-წესების შენარჩუნებას,რწმენის თავისუფლებას,განადგურებული ეკლესიების აღდგენას,ქართულ ეროვნულ სკოლას,ეროვნული კულტურის განვითარებას.
ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას თქვენს განმათავისუფლებლებს,ნუ ესვრით თქვენს ძმებს,პატიოსნად შეხვდით მათ,როგორც თქვენ გჩვევიათ – ქართულად.
იმათი დამსახურებები,ვინც მიიღებს მონაწილეობას ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,შესაბამისად დაფასებული იქნება”.
“გერმანული სარდლობა – 1942 წელი”.
P.S. გერმანელთა შემადგენლობაში მყოფი – ქართული ბატალიონის “თამარა I”-ის მებრძოლის – არჩილ კოჩაკიძის მიერ საქართველოს სსრ რუკაზე დაწერილი სიტყვები:
“ვთხოვთ გადასცეთ ეს გერმანელებს:
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! მუდამ მამაც და ღირსეულ ქართველ ხალხს! ამ დღის სანახავად მე დიდხანს ვიბრძოდი,მაგრამ ბედს ჩემი სიკვდილი სურდა რამდენიმე საათით ადრე და მე ბედნიერი ვარ მოვკვდე ამ საქმისათვის, და მსურს,რომ ყოველი ქართველი თავისუფალი საქართველოს (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველი გახდეს,რათა მზად იყოს წინაპრების დანაბარების შესრულებისათვის: დაწყევლილი დღეების სიმშვიდეს ჯობს ბრძოლაში დავიღუპოთ.
კიდევ ერთხელ დიდება საქართველოს და ქართველ ხალხს!” (ავტორი გენია.ჯი)