პოლემონე

პოლემონე - დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 350 წელს,საკმაოდ შეძლებულ ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსა და სწავლულს,რომლის უმთავრეს ფილოსოფიურ ხედვებს “პლატონიზმი” წარმოადგენდა.გარდა ამისა იგი გახლდათ პლატონის აკადემიის სოლარქოსი ათენში (ხელმძღვანელი).პოლემონეს მამა ფილოსტრატე საკმაოდ გავლენიანი და შეძლებული პიროვნება იყო.ახალგაზრდულ ასაკში პოლემონე საკმაოდ თავაშვებულ და მფლანგველ ცხოვრებას ეწეოდა,თუმცა 30 წლის ასაკში იგი სრულიად შემთხვევით მოხვდა ქსენოკრატეს სკოლაში და იქ დებოშით შევიდა.მიუხედავად ამისა ქსენოკრატეს ლექცია ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც პოლემონე დამშვიდდა ქსენოკრატეს ფილოსოფიურმა ლექციამ მასზე უდიდესი გავლენა იქონია,რის შემდეგაც მან საბოლოოდ აიღო ხელი “დარდიმანდულ” ცხოვრებაზე და ქსენოფონტე იქცა მის სანიმუშო მაგალითად.პოლემონე მალევე ჩაირიცხა პლატონის აკადემიაში და ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედაც ჩამოყალიბდა.ძვ.წ.აღ-ით 315 წელს კი ქსენოკრატეს გარდაცვალების შემდგომ თავად ხდება სქოლასტიკოსი (ხელმძღვანელი) აკადემიისა.პოლემონე ცნობილია,როგორც ძალიან გაწონასწორებული,სერიოზული და თავდაჭერილი ადამიანი.მის მოსწავლეებს შორის იყვნენ ისეთი დიდი პიროვნებები,როგორებიც გახლდნენ – არქესიალი,კრანტორე და სხვები.დიოგენე ლაერტის გადმოცემის თანახმად პოლემონეს ფილოსოფიური ხედვები,ძალიან ჩამოჰგავდა მისი მასწავლებლის ქსენოფონტეს ხედვებს,შესაბამისად იგი სრულად იზიარებდა პლატონიზმის ხედვებს.ძალიან აფასებდა ჰომეროსსა და სოფოკლეს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მან დაწერა რამდენიმე ტრაქტატი,თუმცა როგორც უძველესი ბიზანტიური ენციკლოპედიური ელქსიკონიდან – “სვიდა”-ნ ვგებულობთ,მათგან არც ერთი არ შემორჩენილა.პოლემონე  სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა განდეგილად აკადემიის ბაღში და ჭლექის შედეგად გარდაიცვალა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 270 წელს.