ზვიად გამსახურდია – “მთვარის ნიშნობა” (გალაკტიონ ტაბიძისადმი)

არფაზე გაკრული გველი

ჩუმი ნიშნობაა მთვარის.

გათავდა ვარსკვლავთა რთველი

აღმოხდა ცისკარი ჯვარის.

***

მნათობთა ეს სამოსელი

სარკეა ანგელოზთ მხარის

გაბრიელ – ზღურბლისა მცველის

მიქაელ – დამცემი ზარის!

***

ალმასით მორთული სელი,

ტატნობზე – ელვათა ბზარი

ზავდება კამარა ვრცელი

იხსნება ცხოვრების კარი.

***

აფრაზე გაკრული გველი,

ფერისცვალება ქნარის,

ცის გარდაცვალებას ელი,

ახლოა დარობა დარის!