აბულჰასან რუდაქის “პოეზიიდან”
ცხოვრებას კარგად შეხედე,
გონს მოდი,იყავ ჭკვიანი,
ზერელედ ნუ კი უყურებ,
გზები იცოდე გზიანი.
ზღვასა ჰგავს ჩვენი ცხოვრება
და რომ არ ნახო ზიანი,
სიკეთის გემი ააგე,
და გადი გაღმა სვიანი.
***
კაცთა გონიერთ ამ ქვეყანაზე,
განა ოდესმე ბედი ჰქონიათ!
შენი თავისთვის შენვე იზრუნე,
სხვისი იმედი ფუჭად გქონია.
შეჭამე კიდეც,გაეცი კიდეც,
თუ რომ არ გინდა სინანულს მკიდე.
არ დაგახვიოს,იცოდე რეტი
სიხარბისა და სიძუნწის რიდემ!